Free event tickets is selling until 6 PM

SUNIL SHARPE / LUKE HESS

8 სექტემბერს BASSIANI/HOROOM ახალ სეზონს იწყებს. სეზონის პირველი ღამეს მასპინძლები ირლანდიურ ტექნო სცენის წარმომადგენელი Sunil Sharpe და კლუბის რეზიდენტი Zitto იქნებიან. HOROOM-ის ოთახში კი FXHE Records / Planet-E-ის ოჯახის წევრი, დეტროიტელი Luke Hess, Kvanchi და Will Gates დაუკრავენ.
C 08 SEP„ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა სახელგანთქმული დიჯეი გავმხდარიყავი. ჩემი ამბიცია, მქონოდა საკუთარი სტილი,  არასდროს შეცვლილა.“ – 2000-იანების დასაწყისში, როდესაც დუბლინში ტექნო სცენა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, Sunil Sharpe-მ თავისი პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პირველ მუსიკალურ კომპოზიციებს ძალიან კუსტარულ გარემოში ქმნიდა, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს,  ამ პროცესმა მუსიკასთან ახლებურად ურთიერთობა ასწავლა. „არავინ მყავდა, ვისგანაც რაიმეს ვისწავლიდი, ამიტომ ყველაფერს ჩემით ვცდილობდი. პირველი კომპოზიციები არც თუ ისე კარგად ჟღერდა, თუმცა ამ პროცესმა საშუალება მომცა ბევრი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და საკუთარი ხმოვანება მეპოვა.“ ეს ჟღერადობა კი ტექნო აღმოჩნდა, რომელიც Sunil-ის აზრით მუდმივად ლოიალურ დამოკიდებულებას მოითხოვს და უკან დასახევ გზას არ ტოვებს.
SUNIL SHARPE2006 წელს Sunil Sharpe-მ Sebastien Marx -თან ერთად თავისი პირველი ოფიციალური რელიზი გააკეთა, რომელსაც 2 წლის შემდეგ სოლო Ep, სახელად The Blabbermouth მოჰყვა. როდესაც Blawan და Pariah-მ ლეიბლის შექმნა გადაწყვიტეს, პირველი მოწვეული არტისტი სწორედ ირლანდიელი მუსიკოსი გახდა, რომელმაც ლეიბლის Works The Long Nights-ს 4 ტექნო ტრეკისგან შემდგარი რელიზი უსახსოვრა. Sunil-ის პროდიუსერული საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაბიჯი Matt Flanagan, იგივე Defekt-თან ერთობლივი პროექტის დაწყება იყო. პროექტ Tinfoil-ის დისკოგრაფიაში 5 გამოცემული კონცეპტუალური Ep-ია, რომელთაგან უკანასკნელმა დღის სინათლე 2017 წელს იხილა.  ირლანდიელი არტისტი, რომელიც საკუთარ დისკოგრაფიაში ტექნო ჟღერადობაზე აქცენტს მკვეთრად აკეთებს, მიიჩნევს, რომ ტექნოს საზღვრები ხშირად იზღუდება. „ბოლო 25 წლის მანძილზე ტექნოს ესთეტიკა თითქოს ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა. ძალიან ბევრი წესები და ჩარჩოები შეიქმნა, რომელსაც თუ გასცდები, იტყვიან, რომ ეს ტექნო არ არის. სწორი ადამიანების ხელში კი ეს მუსიკა ყოველთვის ახერხებს იყო გამომწვევი და თამამი“.
SUNIL SHARPEმიუხედავად საკმაოდ ნაყოფიერი სტუდიური მუშაობისა, Sunil Sharpe-ის რეპუტაციაზე დიდი გავლენა მისმა დაკვრის ტექნიკამ და სელექციის უნარმა მოახდინა. წლების მანძილზე იგი ნებისმიერ სივრცეში ახერხებს საკუთარი არტისტული იდენტობის რეალიზაციას. სივრცეზე მეტად კი აქცენტს მსმენელზე აკეთებს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს წარმატებული ღონისძიების მთავარი გასაღებია. მან BASSIANI-ზე პირველად წლის დასაწყისში, Ra In Residence-ს ფარგლებში დაუკრა და გავლენიან გამოცემასთან Groove-თან თავისი შთაბეჭდილებები დეტალურად აღწერა. „რა ხდის კლუბს განსაკუთრებულს? სოლიდური ხმის სისტემის და კომფორტული დიჯეი მოწყობილობის გარდა ეს განსაკუთრებული ატმოსფეროს და ადამიანების დამსახურებაა. ისინი მუდმივად კეთილგანწყობილნი და მეგობრულები არიან, ისეთები, როგორსაც ყველა კლუბში ვერ შეხვდები.“
SUNIL SHARPE- Off The Tracks

BASSIANI-ს პარალელურად ახალ მუსიკალურ თავგადასავლებს უმასპინძლებს HOROOM-იც, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამოკვეთა საკუთარი მუსიკალური იდენტობა. ამჯერად HOROOM-ის სტუმარი დეტროიტრელი Luke Hess იქნება, რომელიც თავის თაობის არტისტებს შორის ერთ-ერთ წამყვან არტისტად მიიჩნევა.

Luke Hess

თინეიჯერობის ასაკში იმ მუსიკას ვუსმენდი, რასაც ჩემი მშობლები უსმენდნენ: Pink Floyd, The Doors, Peter Gabriel, Led Zeppelin… თუმცა, ასაკის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად დავიწყე დეტროიტის სცენის აღმოჩენაც. 90-იანი წლების შუაში ამ ქალაქს უკვე ძალიან ბევრი საინტერესო დიჯეი ჰყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან განებივრებულიც კი ვიყავი, რადგან ამ პერიოდში შემეძლო Heckle & Jeckle, Robert Hood, Jeff Mills, Daniel Bell, Rolando, Richie Hawtin და სხვა არტისტების მოსმენა.“ – დეტროიტის და ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის გავლენას Luke Hess არასდროს გაურბოდა. უფრო პირიქით, იგი ცდილობს ამ ქალაქის ყოველ ასპექტი მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარ მუსიკაში.

Luke Hess2007 წელს თავისი პირველი იპი გამოსცა და Omar S-ის ყურადღებაც მიიქცია. ამ უკანასკნელმა ახალგაზრდა თანაქალაქელი საკუთარ ლეიბლზე მიიწვია, რაც Luke Hess-სთვის საკმაოდ დიდი კარიერული ნაბიჯი აღმოჩნდა. მისი ადრეული ნამუშევრები ხშირად დაბ-ტექნოს ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდა, რასაც მუსიკის ზედმეტად ვიწრო ჩარჩოში მოსაქცევად აღიქვამდა. Omar S-ის FXHE Records-ზე გამოცემულ ალბომში Keep On დეტროიტელი არტისტი მაქსიმალურად შეეცადა სხვადასხვა მუსიკალაური ტერიტორია მოეცვა.ტექნოს, ჰაუსის და ეისიდ ჟღერადობის საინტერესო სინთეზმა, რითაც Luke Hess-ის ალბომი გამოირჩეოდა, საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სცენის ყურადღება ადვილად მიიქცია. ამის შემდეგ არტისტი მუდმივად გამოსცემდა ახალ მუსიკას, რითაც ყოველწლიურად ამტკიცებდა, რომ იგი ტყუილად არ ითვლება დეტროიტის დიდი მუსიკალური წარსულის ღირსეულ მემკვიდრედ. FXHE Records / Planet-E-ს გარდა Hess-ის მუსიკა აქტიურად რელიზდება Kenneth Christiansen-ის ლეიბლებზე Echocord და Echocord Colours.


ისევე როგორც სტუდიურ საქმიანობაში, მრავალფეროვანი მუსიკალური გავლენები ადვილად ვლინდება Hess-ის დიჯეი სეტებშიც, სადაც იგი ჰაუს და ტექნო ჟღერადობასთან რეგეის, დაბის და ზოგჯერ ეისიდის ეგზოტიკასაც კი აზავებს. HOROOM-ში მისი კომპანიონი Bassiani Records-ის A&R და კლუბის რეზიდენტი Kvanchi იქნება. მათ გარდა ამ ოთახში ქართველი Lo-Fi პროდიუსერი და დიჯეი Will Gates დაუკრავს.



Share Blog

Facebook

24 NOV BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ NDRX ■ JOB JOBSE ■ MERCURRIO ... See MoreSee Less

BASSIANI: Antigone | Francois X | Kancheli
HOROOM: Hamatsuki | Objector Trax B2B Lilith.

8 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბის CONCRETE-ს რეზიდენტები: CONSTRUCT RE-FORM-ის და TOKEN-ის ოჯახის წევრი ANTIGONE და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი FRANCOIS X, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტ KANCHELI-თან ერთად დაუკრავენ.
HOROOM-ის ოთახში 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და OBJECTOR TRAX B2B LILITH. წარდგებიან.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

BASSIANI // FROM ANOTHER MIND NIGHT: SHDW & Obscure Shape | Inland LIVE | Silent-One | Javier Bähr
HOROOM: GALCHER LUSTWERK | HVL | Mercurrio

2 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ტექნო კოლაბორაცია - SHDW & OBSCURE SHAPE, მათ მიერ დაარსებული ლეიბლის -
FROM ANOTHER MIND-ის გამორჩეულ არტისტებთან: SILENT-ONE და JAVIER BAHR-თან ერთად დაუკრავს. ლაივით წარსდგება ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი INLAND იგივე ED DAVENPORT, რომელიც FUNCTION-ის INFRASTRUCTURE NEW YORK-ს და ლეიბლს COUNTERCHANGE RECORDINGS-ს უძღვება.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ნიუ-იორკში დაფუძნებული თანამედროვე HOUSE სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, WHITE MATERIAL-ის ოჯახის წევრი და LUSTWERK MUSIC-ის დამაარსებელი GALCHER LUSTWERK და კლუბის რეზიდენტები HVL და MERCURRIO.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

<3 8)) ... See MoreSee Less