Free event tickets is selling until 6 PM

THE BLACK MADONNA: THE VOICE OF A WOMAN!

„საცეკვაო მუსიკას სჭირდება მეამბოხე ქალები. საცეკვაო მუსიკას სჭირდება პატი სმიტი და DJ SPRINKLES. საცეკვაო მუსიკას  მეტი დისკომფორტი სჭირდება, მეტი მარილი ჭრილობაზე. საცეკვაო მუსიკას სჭირდება ქალები, რომლებიც 40 წელს გადასცდნენ. ქალები, რომლებიც დაკვრის წინ საკუთარ ჩვილებს ძუძუს აწოვებენ და აძინებენ. საცეკვაო მუსიკას სჭირდება ექსცენტრიული ქვიარები და თინეიჯერები, რომელთაც ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოუვიდათ. საცეკვაო მუსიკას სჭირდება კრიტიკოსები, აკადემიკოსები და ისტორიკოსები. საცეკვაო მუსიკას სჭირდება ღარიბი ადამიანები, რომელთაც კლუბში შესასვლელად შესაფერისი ფეხსაცმლებიც კი არ აქვთ. საცეკვაო მუსიკას სჭირდება მაისურები საყელოების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მთელი კვირა დატვირთულად მუშაობენ.საცეკვაო მუსიკას სჭირდება ადამიანები, რომლებიც კლუბში შუაღამემდე მოვლენ, რადგან შემდეგ ბილეთის შეძენას ვერ შეძლებენ. საცეკვაო მუსიკას არ სჭირდება სტატუს ქუოები.” – საცეკვაო მუსიკას სჭირდება შურისმაძიებლები. ისინი, ვისაც ახსოვთ 1979 წელს ქომისკის პარკში როგორ ამტვრევდნენ დისკოს ფირფიტებს,  შეძახილებით DISCO SUCKS. საცეკვაო მუსიკას სწორედ ამიტომ სჭირდება THE BLACK MADONNA.

The Black MadonnaTHE BLACK MADONNA-დ ცნობილი MAREA STAMPER არც თუ ისე დიდი ხანია რაც მზის შუქზე გამოჩნდა. ჩიკაგოს ერთ-ერთი უძველესი კლუბის, SMART BAR-ის რეზიდენტი მიიჩნევს, რომ საცეკვაო მუსიკაში ქალებისთვის მზის შუქზე გამოსვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ზოგადად არის. „სასაცილო არ არის, როცა გამოკითხვებში ქალის სახელის მქონე კაცების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქალების?“ – ელექტრონულ მუსიკაში მიზოგინიის, როგორც პრობლემის დანახვასა და დაფიქსირებაში THE BLACK MADONNA-ს როი ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა არც ახალი არ არის და არც ადრე აკლდა გამხმოვანებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არტისტებმა პრობლემის არსებობა არც მაშინ დაივიწყონ, როცა მას თვითონ გადალახავენ. „ძალიან მარტივია ვიფიქრო, რომ ჩემი წარმატების მიზეზი ჩემი განსაკუთრებულობაა, მაგრამ როდესაც ირგვლივ გენიოს ქალებს ვხედავ, რომელთაც სათანადოდ არ აფასებს, გასაგებია, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის“.
The Black Madonna by Aldon Paredes
კენტუკიში დაბადებულმა MAREA STAMPER-მა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, რათა მთელი ყურადღება მუსიკისთვის დაეთმო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკაში მისი მთავარი საქმიანობა მუსიკით პარტიზანობა იყო. მეგობრებთან ერთად იგი ფირზე  ჩაწერილ მუსიკას აგროვებდა, ანაწევრებდა, კუსტარულად ფუთავდა და ყიდდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ამ პროცესში მის თვალწინ ამერიკული საცეკვაო მუსიკის მთელმა ისტორიამ გაიარა. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ მისი მამინაცვალი ფირფიტების კოლექციონერი იყო და ბევრი იშვიათი და ძვირფასი ჩანაწერი მოეპოვებოდა. შესაბამისად, MAREA-ს მუსიკაში ასეთი დოზით ჩართვა გასაკვირი არავისთვის ყოფილა. თუმცა, მისი, როგორც დიჯეის კარიერა არა კენტუკიში, არამედ ჩიკაგოში დაიწყო, სადაც მას ბევრი სირთულის გადალახვამ მოუწია.
The Black Madonnaბევრი სირთულე ერთდროულად გადაილახა, როდესაც კომპოზიცია “WE DON’T NEED NO MUSIC (THANK YOU RAHAAN)გამოსცა. ამ რელიზის წარმატებამ პრესის და მსმენელის ყურადღება თეთრკანიანი ქალი დიჯეისკენ მიაპყრო, რომელიც შავკანიანი წმინდანის სახელით უკრავდა მუსიკას. MAREA „შავი მადონას“ სახელით ცნობილ წმინდანთან განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა, ამიტომ მუსიკალურ ფსევდონიმად სწორედ ამ სახელის ქონა გადაწყვიტა. „ბავშვობაში დედაჩემთან ერთად ვკითხულობდი წიგნს ამ წმინდანის შესახებ. სწორედ ამ წიგნებში წავაწყდი ჩემთვის საინტერესო იდეებს. მოგვიანებით ამ იდეების გამოძახილი აღმოჩნდა ფემინურობის ვაკუუმის შევსების სურვილი საცეკვაო მუსიკაში“.
The Black MadonnaTHE BLACK MADONNA ამ ვაკუუმის შევსება როგორც პერსონალურ, ასევე პროფესიონალურ დონეზე მუშაობით დაიწყო. როგორც მისი მანიფესტი ამბობს, „საცეკვაო მუსიკას სჭირდება კრიტიკოსი“. მისი კრიტიკის ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ქალები პრესამ მხოლოდ იქამდე აინტერესებს, სანამ ისინი ახალგაზრდები და ლამაზები არიან. „სად არის 50 წლის ქალი? და სად იქნება ქალის ადგილი ამ მუსიკაში თუკი იგი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს?“ პროფესიონალურ დონეზე კი მას ყველაფრის დამტკიცებამ მუსიკით მოუწია. ზემოთხსენებულ წარმატებულ რელიზს მალევ მოჰყვა WE STILL BELIEVE EP. ისევე როგორც ეს ნამუშევარი, სხვა კომპოზიციებშიც აშკარა იყო, რომ ამერიკელი არტისტი არ ცდილობდა ჰაუს მუსიკის საუკეთესო ტრადიციებისგან დისტანცირებას. პირიქით, იგი ჩიკაგო ჰაუსის მრავალწლიან გამოცდილებას ყოველთვის საინტერესოდ იყენებდა როგორს თავის კომპოზიციებში, ასევე დიჯეი სეტებში. განსაკუთრებით  დიჯეი სეტებში, რადგან მას მუსიკალურმა სამყარო პირველ რიგში როგორც საინტერესო სელექტორს და დიჯეის იცნობს.

The Black Madonnaმის წარმატებაში SMART BAR-ს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ეს კლუბი თავის რეზიდენტებს ძალიან ფრთხილად არჩევს და როდესაც ახალი სახელი ჩნდება, მის მიმართ ყურადღებაც განსაკუთრებით გამახვილებულია ხოლმე. კლუბი, რომელშიც პირველი დიჯეი თავად ფრენქი ნაქლზი იყო, არასდროს ივიწყებდა თავის იდეას და ღირებულებებს. ვენიუ, დიჯეი, მსმენელი, მუსიკა –  ყველა ეს დეტალი SMART BAR-ში განსაკუთრებით დაფასებულია, რის გამოც ამ სივრცეს თავისი ლეგენდალური და ცოტა მითოლოგიური სტატუსიც კი შეექმნა.

TheBlackMadonna_ElectronicBeats_700-1240x710რეზიდენტობის გარდა THE BLACK MADONNA-მ თავისი ფართების სერია WE STILL BELIEVE დაიწყო, რათა საკუთარი მუსიკალური ხედვები სხვადასხვა სივრცეებში გაეზიარებინა. WE STILL BELIEVE დღესაც გრძელდება და მუსიკასთან ერთად იგი THE BLACK MADONNA-ს ფემინისტურ და რადიკალურ იდეებსაც უკეთებს დემონსტრაციას. მან კარგად იცის, რომ სამყაროში ბევრი რამ დამოკიდებულია ქალის სიჩუმეზე.ამიტომაც ხმაური აუცილებლია. საცეკვაო მუსიკას ხმაურიც სჭირდება. ხმაური ბასიანზე. ხმაური HOROOM-ში…



Share Blog

Facebook