Free event tickets is selling until 6 PM

TIN MAN: FALLING ACID

“ძირითადად როკისა და ჰიპ-ჰოპის გავლენის ქვეშ გავიზარდე, რადგან რადიოში ყველაზე ხშირად სწორედ ეს მუსიკა ისმოდა.“ – Johannes Auvinen, იგივე Tin Man აღნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში მისთვის ჰენდრიქსის ექსპრესიულობა და ინსტრუმენტებთან ურთიერთობა ძალიან შთამაგონებელი იყო. მუსიკალურ გავლენებს ასევე ემატებოდა ფანკი და ჩიკაგოს ესიდ ჰაუსი, რომელმაც საბოლოოდ Auvinen-ის ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი განაპირობა. „ელექტრონული მუსიკის მოსმენა 16 წლის ასაკში დავიწყე. იმ პერიოდში უკვე  ფირფიტების მაღაზიებში დავდიოდი  და მეორად ჩანაწერებს ვაგროვებდი.“

TIN-MAN

Tin Man -ის მუსიკალური კატალოგის მცირე ნაწილის ცოდნაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამდენად დიდი როლს თამაშობს ესიდ ჟღერადობა მის შემოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს სცენაზე ესიდის ძირითადად უხეში და „გაუფილტრავი“ ჟღერადობა დამკვიდრდა, კალიფორნიელი მუსიკოსისთვის ამ ხმოვანებას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. „ესიდის უფრო რბილი და მელოდიური ასპექტების აღმოჩენით, ეს ჟღერადობა ჩემთვის ოდნავ განსხვავებული დატვირთვის მატარებელი გახდა.“

Tin Man (3) - Love Sex Acid

ამ კუთხით პირველი ექსპერიმენტები პირველივე რელიზებში გამოჩნდა, სადაც Tin Man აბსტრაქტულ ატმოსფეროს და ინდუსტრიული მუსიკის ესთეტიკას ესიდის მსუბუქი ჟღერადობით ამდიდრებდა. ადრეული გამოცემებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Key Of Life-ზე გამოსული რელიზები, Keys Of Life Acid და Love Sex Acid. Auvinen იხსენებს, რომ მისთვის სწორედ ამ რელიზებზე მუშაობისას ტრანსფორმირდა ესიდის ტრადიციული გაგება ახალ, უფრო მელოდიურ ფორმაში, რომელიც მისი შემდგომი კომპოზიციების საფირმო ნიშნად იქცა. ეს მკვეთრად გამოიხატა Absurd Recordings-ზე გამოცემულ Acid Test-ში, ხოლო ალბომმა Neo Neo Acid ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა.

TIN-MAN-705x470

სოლო პროექტების კვალდაკვალ Tin Man-ს თანაბრად აინტერესებს კოლაბორაციული პროექტებიც. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები Donato Dozzy და Cassegrain-თან, თუმცა ყველაზე ღირებული, რა თქმა უნდა, Gunnar Haslam-თან კოლაბორაცია იყო. ერთობლივმა პროექტმა, სახელწოდებით Roman დღის სინათლე 2014 წელს იხილა. ორივე არტისტი აცხადებდა, რომ მათი კოლაბორაცია არ იქნებოდა რომელიმეს არტისტულ ხასიათზე მიბმული. 2015 წელს მათ The Bunker New York-ზე Ambulare Aude Ep, ხოლო ერთი წლის შემდეგ სრული სტუდიური ალბომი გამოსცეს. Valere Aude –  ასე ერქვა Roman-ის ერთადერთ ალბომს, სადაც ტრადიციული ტექნოს და ესიდ ჟღერადობის მიღმა ბევრი საინტერესო ექსპერიმენტიც იკითხებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Tin Man არასდროს ყოფილა გულგრილი სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ. ერთ-ერთ ესსეიში არტისტი აღნიშნავს, რომ ანდერგრაუნდ კულტურას შესწვეს იმის ძალა, რომ იგი სოციალური რეალობის შენებაში წარმატებულ აქტორად ჩაერთოს.

tin man & cassegrain

„[კრიზისების დროს] ანდერგრაუნდისთვის ყველაზე ოპტიმალური რეაქციაა საკუთარი ძალისხმევის გაორმაგება, რათა აწმყოს და მომავლის შენების პროცესში ჩაერთოს“ – Auvinen მიიიჩნევს, რომ ანდერგრაუნდ სივრცისთვის კონსოლიდაცია მხოლოდ ფიზიკურ დასწრებაში არ უნდა გამოიხატებოდეს. „ამ სივრცის აგენტებს შეუძლიათ ერთობის ისეთი სიმბოლური ფორმები შემქნან, რომლებიც საპროტესტო მოძრაობებისგან განსხვავებული გზით იმოქმედებენ. კოლექტიური ქმედებები შესაძლოა სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი რევოლუციურ დღის წერსიგს არ ქმნიან.“ Tin Man  დარწმუნებულია, რომ საკლუბო სივრცე და მისი საზეიმო ხასიათიც კი  შესაძლოა ბევრი საინტერესო კოლექტიური ქმედების საწყის წერტილად იქცეს. ამ ყველაფერში კი მუსიკის როლი უპირველესია.


15 ივლისს  Dr Rubinstein-თან და კლუბის რეზიდენტ  Kanchel-თან ერთად Tin Man  ლაივს დაუკრავს, სადაც იგი ისეთივე წარმატებით აფიქსირებს საკუთარ მუსიკალურ განწყობებს, როგორც ალბომებსა და EP-ებში.

 



Share Blog

Facebook

24 NOV BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ NDRX ■ JOB JOBSE ■ MERCURRIO ... See MoreSee Less

BASSIANI: Antigone | Francois X | Kancheli
HOROOM: Hamatsuki | Objector Trax B2B Lilith.

8 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბის CONCRETE-ს რეზიდენტები: CONSTRUCT RE-FORM-ის და TOKEN-ის ოჯახის წევრი ANTIGONE და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი FRANCOIS X, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტ KANCHELI-თან ერთად დაუკრავენ.
HOROOM-ის ოთახში 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და OBJECTOR TRAX B2B LILITH. წარდგებიან.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

BASSIANI // FROM ANOTHER MIND NIGHT: SHDW & Obscure Shape | Inland LIVE | Silent-One | Javier Bähr
HOROOM: GALCHER LUSTWERK | HVL | Mercurrio

2 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ტექნო კოლაბორაცია - SHDW & OBSCURE SHAPE, მათ მიერ დაარსებული ლეიბლის -
FROM ANOTHER MIND-ის გამორჩეულ არტისტებთან: SILENT-ONE და JAVIER BAHR-თან ერთად დაუკრავს. ლაივით წარსდგება ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი INLAND იგივე ED DAVENPORT, რომელიც FUNCTION-ის INFRASTRUCTURE NEW YORK-ს და ლეიბლს COUNTERCHANGE RECORDINGS-ს უძღვება.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ნიუ-იორკში დაფუძნებული თანამედროვე HOUSE სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, WHITE MATERIAL-ის ოჯახის წევრი და LUSTWERK MUSIC-ის დამაარსებელი GALCHER LUSTWERK და კლუბის რეზიდენტები HVL და MERCURRIO.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

<3 8)) ... See MoreSee Less