HOROOM NIGHTS #9


▼ANTIGONE [SPECIAL HOUSE SET] ▼FRANCOIS X [SPECIAL HOUSE SET] ▼HAMATSUKI


▼ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც ფრანგულ ტექნო სცენაზე საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა ადგილი. პირველი წარმატება 2011 წელს, Zadig-ის ლეიბლ CONSTRUCT RE-FORM-ზე, თავისი სადებიუტო Forbidden Works EP-ის გამოცემამ მოუტანა. ამას მოყვა რელიზები The Astral Traveller და The Deadly Games Of Gamma, რის შემდეგაც მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. ფრანგი პროდიუსერი მალევე გამოჩნდა Token Records-ზე, სადაც მისი ორიენტაცია ატმოსფერულ, მელანქოლიურ და მელოდიურ ჟღერადობაზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მისმა უნიკალურმა სტილმა Antigone-ს ისეთი კლუბების კარი გაუღო, როგორიც არის TrouwAmsterdam, Corsica Studios, Tresor.Berlin (OFFICIAL), Berghain / Panorama Bar, ხოლო CONCRETE-მა იგი რეზიდენტად მიიწვია.

https://soundcloud.com/antigone
https://www.residentadvisor.net/dj/antigone

▼FRANCOIS X: იგივე, François-Xavier Zoumenou, პროდიუსერი და DJ, ფრანგული ტექნო მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი. არის კლუბ CONCRETE-ის რეზიდენტი და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი, რომელზეც გამოიცემიანან: Polar Inertia, In Aeternam Vale, Antigone და ა.შ Francois X-ის პირველი სამი რელიზი ლეიბლ Deeply Rooted-ს ეკუთვნის, რასაც მოყვა ჩანაწერები: DEMENT3D , MDR Official, Pole Group და Taapion Records-ზე. არის წარმატებული პროექტის Hiss:1292 -ის მეორე ნახევარი.
https://soundcloud.com/francoisx
https://www.residentadvisor.net/dj/francoisx

▼HAMATSUKI: მამუკა ცხადაია, ქართველი DJ და პროდიუსერი. დუო Slime Quest-ის წევრი. HAMATSUKI მისი ერთ-ერთი პროექტია რომელიც ჰაუსის ჟღერადობასთან ერთად, დაბის და ემბიენტის გავლენით გამოირჩევა.
https://soundcloud.com/hamatsuki

Login to see more details