KAOS X HÖROOM NIGHTS


20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად ტრანსფობიურ დანაშაულს ყოველწლიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მხოლოდ 2019 წელს მსოფლის მასშტაბით სიძულვილის მოტივით 331 ტრანსგენდერი ადამიანი იქნა მოკლული..

ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად მძიმეა, მუდმივად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ყოველნაბიჯზე აწყდებიან დაბრკოლებებს, განიცდიან დისკრიმიანციასა და მარგინალიზაციას, იგნორირებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან, მათვის ხელმიუწვდომელია განათლება, ჯანდაცვის სერვისები, დასაქმების და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

ყველაზე სისტემური პრობლემა,  რომელსაც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან, გენდერის სამართლებრივი აღიარების არაჰუმანური პოლიტიკაა.

გვახსოვდეს, ჩაგვრისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

30 ნოემბერს, ქვიარ ღამეების სერია HOROOM NIGHTS  ჰექტორ ოაქსის მიერ დაფუძნებულ ლეიბლს და წვეულებების წერიას უმასპინძლებს. KAOS იმ მეამბოხე სულისკვეთების მქონე არტისტებს და დიჯეებს აერთიანებს,  რომლებიც არ ემორჩილებიან და არ მისდევენ მოცემულ წესებს და იმ გულწრფელ ადამიანებს, ვისაც ზედაპირულობისგან დაცლილი კონკრეტული გზავნილი აქვთ.

სადებიუტო წვეულებაზე თანამედროვე ბერლინის ტექნო სცენის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, MESS და MALA JUNTA-ს კურატორი HYPERAKTIVIST დაუკრავს.  მუსიკალურ განწყობაზე მასთან ერთად CADENCY იზრუნებს. არტისტების თანმიმდევრობა პირობითია, ინტენსივობა კი გარანტირებულ

Login to see more details