Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 06.03.15

■ KONSTANTIN  ■ HVL  

KONSTANTIN: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის – Giegling დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს აღიარებულმა მუსიკალურმა გამოცემამ – Resident Advisor საუკეთესო ლეიბლების ტოპ ოცეულში – პირველ ადგილზე გაიყვანა.
Konstantin მისი სასცენო ფსევდონიმია, მუსიკას Herr Koreander- ის სახელის ქვეშ აკეთებს. ასევე, არის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტის – Kettenkarussel მეორე ნახევარი. მისი სეტები, ისევე როგორც მისი ლეიბლი, სხვადასხვა მუსიკალური ელემენტებისგან შედგება და ერთ კონკრეტულ ჟანრში არ არის მოქცეული, თუმცა ყოველთვის გასდევს ის ძირითადი ხაზი, რაც მათ ერთმანეთთან აერთიანებს.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


VISUALS BY MASTERSKEY


Promo Links

23:00 - 03:00 HVL
03:00 - END KONSTANTIN