Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 07.10.16

BASSIANI: FUNCTION | NDRX


FUNCTION: იგივე DAVE SUMNER, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის აღიარებული და გავლენიანი ფიგურა, კლუბების BASSIANI და BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი, OSTGUT TON-ის ოჯახის წევრი, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული ლეიბლის INFRASTRUCTURE NEW YORK-ის სულისჩამდგმელი. ბრუკლინელი პროდიუსერის მუსიკალური კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის. REGIS-თან და SILENT SERVANT (OFFICIAL)-თან ერთად წარმოადგენდა ლეგენდარულლ კოლექტივს – SANDWEL DISTRICT. 1996 წელს KARL O’CONNOR / REGIS-თან ერთად შექმნა პროექტი PORTION REFORM და მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიური ალბომი – THE SUPREME NEGATIVE გამოსცა. ამით ის პირველი არაბრიტანელი არტისტი გახდა, რომლის მუსიკაც ლეგენდარულ ლეიბლ DOWNWARDS RECORDS-ზე გამოიცა. აღსანიშნავია FUNCTION-ის და VATICAN SHADOW-ს გამოცემული ერთობლივი ნამუშევარი: GAMES HAVE RULES / HOSPITAL PRODUCTIONS.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets