Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 01.01.17

BASSIANI / HOROOM: | ETAPP KYLE | ALEX.DO | ZITTO | KANCHELI | KVANCHI | HAMATSUKI


ETAPP KYLE: უკრაინელი DJ და პროდიუსერი, OSTGUT TON-ის ოჯახის წევრი. მუსიკალური წარმატება BEN KLOCK-ის ლეიბლზე KLOCKWORKS გამოსულმა ჩანაწერმა მოუტანა, ამის შემდეგ გერმანულ ტექნო სცენაზე ადგილი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა. აღსანიშნავია მისი 2015 წელს KLOCKWORKS-ზე გამოსული ოთხ ტრეკიანი EP, ასევე PROLOGUE MUSIC-ზე გამოსული კომპილაცია PROLOGUE PORTEFEUILLE 3 და 2016 წლის რელიზი CONTINUUM EP. ETAPP KYLE-ს სეტები გამორჩეულია როგორც მძიმე და დინამიური, ასევე რბილი, მელოდიური ჟღერადობების სინთეზით.


ALEX.DO: პროდიუსერი და DJ ბერლინიდან. ლეიბლის DYSTOPIAN ოჯახის წევრი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე: DYSTOPIAN, LIFE AND DEATH, INNERVISIONS. ALEX.DO-ს ღრმა, მელანქოლიურ სეტებში ტექნოს, დაბის და ჰაუსის მოსმენაა შესაძლებელი.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – KVANCHI ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს.დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 02:00 KANCHELI
02:00 - 04:00 ZITTO
04: 00 - 06:00 ALEX.DO
06:00 - END ETAPP KYLE
HOROOM
23:00 - 04:00 HAMATSUKI
04:00 - END KVANCHI