Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 01.07.16

BASSIANI: BLAWAN | NDRX


BLAWAN: იგივე JAMIE ROBERTS, ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც სადებიუტო FRAM EP ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე HESSLE AUDIO გამოუშვა, რელიზი დაბსტეპის ჟღერადობით და ძლირი ბასის გავლენით ხასიათდება. 2011 წლიდან BLAWAN შეუერთდა R&S RECORDS-ს, აქედან დაიწყო მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მან ამ ლეიბლზე ერთი წლის განმავლობაში 2 EP-ი გამოსცა: BOHLA და WHAT DO YOU DO WITH WHAT YOU HAVE. ამ რელიზებში მისი განსაკუთრებული მუსიკალური სტილი და ჟღერადობა გამოიკვეთა, ტექნოს დამატებული დაბის და ბრეიქბითის ელემენტები და სხვადასხვა ექსპერიმენტები. BLAWAN თავის ტრეკებში ასევე ხშირად იყენებს ფსიქოტური ეფექტის შემომტან ხმებს, ამის საუკეთესო მაგალითია მისი HIS HE SHE & SHE EP, რომელშიც კარგად ჩანს BLAWAN-ის დრამ მანქანების მიმართ სიყვარული. JAMIE-ს ბოლო სამი EP, მათ შორის 2016 წლის THE COMMUNICAT 1022, მისივე დაარსებულ ლეიბლს TERNESC ეკუთვნის. ის პარალელურად არის წარმატებული ტექნო პროექტის KARENN-ის წევრი PARIAH-სთან ერთად, აღსანიშნავია მათი კოლაბორაცია THE ANALOGUE COPS-თან.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან


 


Promo Links

Please Login to buy tickets