Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 01.07.17

BASSIANI / HOROOM: MIKE PARKER | ZITTO | MYI | DJ SEINFELD | IAZIKZAZUBAMI | HAMATSUKI

Mike Parker: პროდიუსერი, DJ, ვიზუალური არტისტი და ხელოვნების დარგის ლექტორი ნიუ-იორკიდან, რომელმაც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში ტექნო მუსიკის სრულიად ახალი და უნიკალური ინტერპრეტაცია და ჟღერადობა ჩამოაყალიბა. მასზე განსაკუთრებული გავლენა Throbbing Gristle და Einsturzende Neubauten-მა მოახდინა, მუსიკის შექმნა კი Noise/Experimental-ით დაიწყო. 1997 წელს წარმატებული ლეიბლი Geophone Records დააარსა, რომელზეც დღემდე გამოსცემს ჩანაწერებს. მის რელიზებს ასევე შეხვდებთ: Prologue, Dozzy records, Semantica Records, Mote-Evolver, @Select Edit records, Tresor Records, Spazio Disponibile და Spectral Sound-ზე. Parker-ის განსაკუთრებული მიდგომა ელექტრონული მუსიკის მიმართ მის ექსპერიმენტულ და კონცეპტუალურ DJ-სეტებში საუკეთესოდ გამოიხატება.


Zitto: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც DJ-ის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. DJ-ინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, DJ-ისთვის ბუნებრივია, ჰქონდეს კონკრეტული იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როდესაც მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი DJ გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის DJ-ის ტიტულიც მოიპოვა.


MYI: ჰიპნოტურ ჟღერდობაზე ფოკუსირებული ადგილობრივი ტექნო სცენის წარმომადგენელის თორნიკე საყვარელიძის ფსევდონიმია. მისი სადებიუტო EP ტექნო და ექსპერიმენტალური მუსიკის ლეიბლზე MainConcept Music-ზე 2016 გამოვიდა, რასაც მალევე მოჰყვა ახალი EP სახელად – “Roundabout Structures”, რომელსაც თავად არტისტი, ტექნოს ბნელ და ძლიერ მხარეებში მოგზაურობას უწოდებს. მისი კიდევ ერთი წარმატებული რელიზი Parabola Records-ს უკავშირდება, სადაც გამოცემული ტექნო კომპოზიციები ოთხ განსხვავებულ ემოციას ქმნის. ტეხილი რითმებით, დახვეწილი და იშვიათი სინთ სექციებით შექმნილი კომპოზიციები ატმოსფერული ჟღერადობით ხასიათდება. ცოცხალი შესრულებისას MYI-ის ხმის სტრუქტურა კი მკვეთრად ინდივიდუალური და უნიკალურია.


DJ Seinfeld: ესპანელი DJ და პროდიუსერია, რომელიც ცნობილი ბრიტანული ლეიბლის, Lobster Theremin-ის ოჯახს 2016 წელს შეუერთდა ჩანაწერით „Season 1 EP“ და მას შემდეგ 3 EP გამოსცა ლეიბლებზე Natural Sciences, E-Beamz და Endotherm. მის დისკოგრაფიას ეისიდ და დიფ ჰაუსის ჟღერადობა ახასიათებს, თუმცა პოპულარობა მას Lo-Fi გამოცემებმა მოუტანა. DJ Seinfeld-ის გარდა მას ორი განსხვავებული პროექტი აქვს, რომელიც ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრებს მოიცავს.


iazikzazubami: ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ზუკა ბაბუნაშვილის ერთ-ერთი პროექტია. მუსიკის წერისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლის შემდეგ, Zesknel-ის სახელის ქვეშ ზუკამ მალევე გამოუშვა სადებიუტო Rgoli EP, რომელიც მის მუსიკალურ ორიენტაციებს იდეალურად ასახავს. Zesknel-ისგან განსხვავებით, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ქართული ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადმოტანა და ღრმა ატმოსფერული ელემენტების ტექნოსთან ნაზავია, პროექტი iazikzazubami ღრმა და Lo-Fi ჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა. ზუკა, როგორ ლაივ არტისტი და დიჯეი, ძირითადად ორიენტირდება ტექნოზე, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში.ზუკა Zesknel-ის სახელით VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა.


Hamatsuki: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ღამეების სერიის რეზიდენტი DJ-ია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J Dilla-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით Hamatsuki-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში Hamatsuki ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.


00:00 - 02:30 ZITTO
02:30 - 03:30 MYI
03:30 - END MIKE PARKER
00:00 - 03:30 HAMATSUKI
03:30 - 04:30 IAZIKZAZUBAMI LIVE
04:30 - END DJ SEINFELD