Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 30.09.16

BASSIANI: SHIFTED | ZITTO | HVL |


SHIFTED: იგივე GUY BREWER, ბერლინში მოღვაწე ბრიტნელი პროდიუსერი და DJ, მას ტექნო სცენის ყველაზე იდუმალ წარმომადგენელს უწოდებენ. BREWER-ის მუსიკალური კარიერის დასაწყისი DRUM’N BASS დუო COMMIX-ს უკავშირდება. SHIFTED-ის პირველი ჩანაწერი კი 2011 წელს, LUKE SLATER (OFFICIAL)-ის MOTE-EVOLVER-ზე გამოიცა. ამავე ლეიბლს ეკუთვნის არტისტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი, სადებიუტო ალბომი СROSED PATHS(2012), რომელიც ბნელი, დაბ ტექნო და DRONE ჟღერადობით გამოირჩევა და ავტორს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია SHIFTED-ის მეორე ალბომი UNDER A SINGLE BANNER(2013), რომელიც DOMINICK FERNOW-ს(VATICAN SHADOW) ლეიბლზე BED OF NAILS გამოსცა, ალბომი მძიმე, ინდუსტრიული და ექსპერმენტული ტექნო ჟღერადობისაა და პოსტ-პანკის გავლენა ახასიათებს. 2011 წლიდან SHIFTED მის მეგობარ პროდიუსერ VENTRESS-თან ერთად მართავს მათივე დაარსებულ ლეიბლს AVIAN, რომელზეც ისეთი არტისტები გამოიცემიან როგორიც არის SHXCXCHCXSH, SIGHA, 400PPM, MPIA3 და ა.შ. SHIFTED-ის გარდა GUY BREWER მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმებით ქმნის: ALEXANDER LEWIS, DELETE_EVERYTHING, PACIFIC BLUE და მათ შორის ყველაზე საინტერესო ინდუსტრიული, NOISE პროექტი COVERED IN SAND, რომლის ქვეშაც გამოშვებული აქვს ორი EP.


HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets