Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 29.01.16

■JOEL MULL ■KOZMANA ■HVL


JOEL MULL: პროდიუსერი და DJ. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. Adam Beyer, Jesper Dahlback და Cari Lekebusch-თან ერთად შვედური ტექნო ჟღერადობის შემქმნელადაც მოიხსენიებენ. მუსიკალური კარიერა 90’ დასაწყისში დაიწყო, 1998 წელს ლეიბლი Inside Records დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Imagination გამოვიდა. აღსანიშნავია ასევე მისი ბოლო, რიგით მესამე ალბომი Sensory რომელიც Adam Beyer-ის ლეიბლზე Truesoul გამოვიდა. ასევე წარმატებულია მისი პროექტი adam Beyer-თან ერთად Safety Session , კოლაბორაციები Sean Palm- თან და Dustin Zahn-თან. მისი რელიზები გამოდიოდა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის Cocoon, Drumcode, Truesoul და Audiomatique. Mull-ის სეტები ხასიათდება დინამიური ატმოსფერული ჟღერდობით.


KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის “ელექტრონავტების” გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით.


HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.


Please Login to buy tickets