Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 02.03.16

■ RØDHÅD
■ TIJANA T

RØDHÅD: გერმანელმა DJ და პროდიუსმა Mike Bierbach-მა, თავისი მზარდი პოპულარობით, ძალიან მცირე დროში მოახდინა გარღვევა ბერლინის ტექნო სცენაზე და ამავდროულად ეს მის შემოქმედების ხარისხზე და კონტენტზე მხოლოდ დადებითად აისახა.

90-ბის დასასრულს, ბერლინის გარეუბნებში, ფართების სერიებს უწევდა ორგანიზებას, რაც 2009 წელს კლუბ Dystopian-ის გახსნით გაგრძელდა. რეზიდენტობა Rødhåd-მა საკუთარ თავზე აიღო და კლუბის ლეგენდარული ღამეების მთავარი შემოქმედი გახდა.
მისი სეტები, რომლებიც იდეალურ ტექნიკურ შესრულებასთან ერთად გამოირჩევა ღრმა, ძლიერი და მელანქოლიური დაბ ტექნოს ჰაუსთან სინთეზით, სწრაფად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა კლუბებმა და ფესტივალებმა.

Rødhåd-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ლეიბლი Dystopian, რომელიც 2012 წელს დააარსა და პირველი, მისი სადებიუტო EP-ი Blindness გამოსცა. Dystopian-ზე თავი მოიყარეს ისეთმა არტისტებმა როგორებიც არიან: Recondite, Ø [Phase], Alex.Do, Distant Echoes, Ron Albrecht, Felix K და ა.შ
ასევე აღსანიშნავია Rødhåd-ის თანამშრომლობა ცნობილ ლეიბლთან Token , რომელსაც მისი 2 გამორჩეული EP (Spomeniks, Haumea) უკავშირდება.

TIJANA T: სერბი DJ Tijana Todorovic ბელგრადის ტექნო სცენის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული წარმომადგენელია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ასევე არის ვოკალისტი და მუსიკალური ჟურნალისტი.
მისი სეტები გამოირჩევა ენერგიული და ქარიზმატული შესრულებით, დახვეწილი ტექნიკით და საინტერესო სელექციით.


Promo Links

Please Login to buy tickets