BASSIANI: 02.04.16

■ JOHN TALABOT
■ JOB JOBSE

JOHN TALABOT: ესპანელ DJ და პროდიუსერ John Talabot-ს, პირველი აღიარება, 2009 წელს, მისივე დაარსებულ ლეიბლ Hivern Discs-ზე გამოსულმა ტრეკმა “Sunshine” მოუტანა. მას შემდეგ როგორც მისი მუსიკა, ასევე სეტები, დიდი წარმატებით სარგებლობს და ჟღერს მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში და ფესტივალებზე.
Talabot-ის შემოქმედება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გერმანულ ლეიბლთან Permanent Vacation, აქ გამოიცა როგორც მისი პრიველი EP, ასევე სადებიუტო ალბომი: ƒIN(2012), რომელშიც შეხვდებით როგორც ჰაუსს, ასევე დისკოსა და ინდი პოპს, ჟღერადობა კი ერთდროულად მხიარული და მელანქოლიურია.
აღსანიშნავია Talabot-ის შექმნილი რემიქსები ისეთი ბენდებისთვის როგორიც არის:The XX, Teengirl Fantasy, Hot Chip, ასევე მისი კოლაბორაციული პროექტები Axel Boman-თან და Pional-თან.

JOB JOBSE: ამსტერდამში დაბადებული და გაზრდილი Job Jobse კლუბ TROW-ის რეზიდენტი და ცნობილი ლეიბლის Life And Death-ის მენეჯერია. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიურ ქალაქს და Club 11-ს უკავშირდება, ასევე ბერლინურ ლეიბლ Innervision-ს, სადაც ის გარკვეული დროით სტაჟიორიც იყო.
Jobse-ს სეტები, რომლებიც დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს, გამორჩეულია დიფ ჰაუსის და დისკოს სინთეზით და ორიგინალური სელექციით.


Please Login to buy tickets