Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 02.06.17

BASSIANI / HOROOM: RØDHÅD | JP ENFANT | HVL | HAMATSUKI

RØDHÅD: გერმანელმა DJ-იმ და პროდიუსერმა, Mike Bierbach-მა მზარდი პოპულარობით ძალიან მცირე დროში მოახდინა ბერლინის ტექნო სცენაზე გარღვევა და ამავდროულად, ეს მის შემოქმედების ხარისხზე და შინაარსზე მხოლოდ დადებითად აისახა.
90’ის დასასრულს ბერლინის გარეუბნებში Rødhåd ფართების სერიებს უწევდა ორგანიზებას, რაც 2009 წელს კლუბ Dystopian-ის გახსნით გაგრძელდა. რეზიდენტობა Rødhåd-მა საკუთარ თავზე აიღო და კლუბის ლეგენდარული ღამეების მთავარი შემოქმედი გახდა.
მისი სეტები იდეალური ტექნიკური შესრულებით, ღრმა, ძლიერი და მელანქოლიური დაბ ტექნოს ჰაუსთან სინთეზით გამოირჩევა და სწრაფად მოიპოვა აღიარება მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე.
Rødhåd-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ლეიბლი Dystopian, რომელიც 2012 წელს დააარსა და სადებიუტო EP-ი 1984 გამოსცა.
Dystopian-ზე თავი მოიყარეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: Recondite, Ø [Phase], Alex.Do, Distant Echoes, Ron Albrecht, Felix K და ა.შ .
აღსანიშნავია Rødhåd-ის თანამშრომლობა ცნობილ ლეიბლთან Token , რომელსაც მისი 2 გამორჩეული EP (Spomeniks, Haumea) უკავშირდება. 2017 წელს Rødhåd-მა BASSIANI / HOROOM-ში გამართულ საქართველოში პირველ ოფიციალურ Boiler Room-ში მიიღო მონაწილეობა.


JP ENFANT: იგივე Jan Pieter Kind ჰოლანდიელი პროდიუსერი, DJ, პრომოუტერი და ლეიბლის მენეჯერი, ამსტერდამის საკლუბო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე A.r.t Less და LET Recordings.“ვცდილობ ჩემი სელექცია იყოს ბუნდოვანი, შთამაგონებელი, სექსუალური და ზოგჯერ ბრუტალური, რადგან მსურს ჩემს სეტებზე მსმენელები არა მხოლოდ ცეკვავდნენ, არამედ თავს კარგავდნენ.“


HVL – კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats.
2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე.
BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


HAMATSUKI – მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი DJ-ია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J Dilla-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:30 JP ENFANT
03:30 - END RØDHÅD
HOROOM
00:00 - 03:00 HAMATSUKI
03:00 - END HVL