Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 02.12.16

BASSLANI: REMEMBERING M_REC | SAMULI KEMPPI | JEFF DERRINGER | NDRX


2009 წელს მნიშვნელოვანმა იტალიელმა DJ და პროდიუსერმა MAX MAGRINI-მ (იგივე MAX_M) ლეიბლი M_REC LTD დააარსა, რომლის კონცეფცია გულისხმობდა, რომ მსმენელს ტექნოს ყველა განზომილება, მისი ისტორიული გამოცდილება და ფესვები გაეცნო. 2015 წელს MAX-ი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლეიბლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. M_REC-ზე ჩანაწერებს გამოსცემდნენ: MAX_M, AIKEN, CASSEGRAIN, FABRIZIO LAPIANA, GIORGIO GIGLI, OBTANE, REGIS, SILENT SERVANT (OFFICIAL), NX1, SAMULI KEMPPI, BRENDON MOELLER ECHOLOGIST BEAT PHARMACY, WRONG ASSESSMENT, NESS JEFF DERRINGER. 2 დეკემბერის ღამე, კლუბში BASSIANI, ლეიბლ M_REC-ის გახსენებას მიეძღვნება.


SAMULI KEMPPI: ჰელსინკში მოღვაწე ფინელი DJ და პროდიუსერი, DEEP SPACE HELSINKI-ს დამაარსებელი. მისი განსაკუთრებული ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთმა და იქაური კულტურის თავისებურებამ. 90’ წლების დასაწყისიდან უკრავდა და მონაწილეობდა სხვადახვა პროექტებში მათ შორის იყო დიფ ჰაუს დუო SAM & GIGI-ს მეორე ნახევარი. საკუთარი მუსიკის გამოცემა 2006 წლიდან დაიწყო, რითიც მისი მუსიკალური მოღვაწეობა ტექნოს დაუკავშირა. SAMULI-ს ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: OSTGUT TON, MOTE-EVOLVER, PROLOGUE MUSIC, KOMISCH, CHILDREN OF TOMORROW, PERC TRAX, DEEP SPACE HELSINKI და ა.შ M_REC-ის რელიზია მისი სადებიუტო ალბომი THE OBSERVER EFFECT (2014) რომელმაც კიდევ ერთი წარმატება მოუტანა ავტორს. SAMULI KEMPPI-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია DEEP SPACE HELSINKI, რომელიც თავის მეგობარ JUHO KUSTI-სთან ერთად წამოიწყო და რომელიც რადიოშოუს, ფართების სერიას და ლეიბლს მოიცავს.


JEFF DERRINGER: ჩიკაგოში მოღვაწე პროდიუსერი და DJ, ამერიკული ანდეგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი,არის SMARTBAR CHICAGO-ის რეზიდენტი, ცნობილი ტექნო ღამეების სერიის OCTAVE-ს დამაარსებელი და კოლუმბიის კოლეჯის მუსიკალური ლექტორი. მისი ინსპირაცია ერთდროულად 80’ წლების კინო მუსიკას, ინდუსტრიალს, ეისიდ ჰაუსს, ტრიფ-ჰოპს და IDM-ს აერთანებს რაც JEFF-ის ტექნო სეტებში განსაკუთრებულად აისახება. JEFF DERRINGER-ის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: ELECTRIC DELUXE, PERC TRAX, M_REC LTD, SOMA RECORDS და ა.შ.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 NDRX
03:00 - 05:00 SAMULI KEMPPI
05:00 - END JEFF DERRINGER