Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 03.06.16

BASSIANL: LEGOWELT LIVE | HVL |


LEGOWELT: იგივე DANNY WOLFERS , ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ, მან მოღვაწეობა 90 წლებში დაიწყო და საკუთარი უნიკალური შემოქმედებით ელექტრონული მუსიკის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა . მისი მუსიკა განსხვავებული ჟანრების სინთეზს წარმოადგენს და როგორც თვითონ ამბობს, ღრმა ჩიკაგო ჰაუსის, რომანტიული გეტო ტექნოფანქის და ევროპულ საშინელებათა საუნდტრეკებს ჰიბრიდია. DANNY WOLFERS, რომლის მუსიკალური პროექტების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მხოლოდ LEGOWELT-ის სახელით 10 ალბომი აქვს გამოცემული. მისი რელიზები საინტერესო მუსიკალური მხარესთან ერთად მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკის, ზღაპრულ და ოკულტურ კონცეფციებს. ის სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: CREME ORGANIZATION, L.I.E.S, COCOON, CLONE CLASIC CUTS, BUNKER RECORDS და ა.შ


HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.

 


Promo Links

Please Login to buy tickets