Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 03.06.17

HOROOM: K-HAND | KVANCHI | VAKHO

K-HAND: იგივე Kelli Hand, ამერიკელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Acacia Records-ის(ყოფილი UK House Records) დამაარსებელი, დეტროიტის ტექნო და ჰაუს სცენის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი უნიკალურ ხმოვანებაზე განსაკუთრებული გავლენა ჩიკაგოს და ნიუ იორკის ჟღერადობამ იქონია, მშობლიური ქალაქიდან კი მთავარ ინსპირაციას JEFF MILLS და UR წარმოადგენდნენ. თითქმის 30 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე Kelli-ს ჩანაწერები გამოიცემოდა ლეიბლებზე: !K7 Records, Tresor, Warp Records, Ausfahr და Acacia Records, 2015 წელს კი ის Nina Kraviz-ის трип-ს შეუერთდა, რომელზეც საინტერესო და აღიარებული ესიდ ჟღერადობის კომპოზიციები გამოუშვა. Ben Klock-ის, Laurent Garnier-ის, Nina Kraviz -ის და Ryan Elliott-ის ფავორიტი დიჯეის Kelli Hand-ის სეტებში როგორც ფანქით და სოულით შთაგონებულ ემოციურ ჰაუსს, ასევე ესიდს, ტექნოს და დისკოს მოისმენთ.


KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით, მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის DJ-ინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით, რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეძლოს. DJ-ინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


VAKHO: DJ. Vodkast Records Shop-ისა და ლეიბლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.


Promo Links

HOROOM
00:00 - 03:00 VAKHO
03:00 - 06:00 K-HAND
06:00 - END KVANCHI