Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 04.03.17

BASSIANI / HOROOM: LOBSTER THEREMIN NIGHT | ASQUITH | DAZE | NTHNG MARC SCHNEIDER | HAMATSUKI


LOBSTER THEREMIN: ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს Jimmy Asquith-მა ლონდონში დააარსა. ლეიბლი ყურადღების ცენტრში პირველივე რელიზით, Palms Trax-ის Equation EP-ით მოექცა, რომელიც მისთვისაც სადებიუტო იყო. Lobster Theremin-ის შექმნის კონცეფციაც სწორედ ეს იყო – პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. Lobster Theremin-ს ორი სუბლეიბლი აქვს: Mörk და Distant Hawaii.


ASQUITH: Jimmy Asquith, ლეიბლ Lobster Theremin-ის სულისჩამდგმელი და Find Me In The Dark-ის ღამეების კურატორი.


DAZE: ავსტრალიელი DJ და პროდიუსერი, რომელიც Lobster Theremin-ის კოლექტივს 2014 წელს შეუერთდა EP-ით “Lips.” გამორჩეულად საინტერესოა Unknown To The Unknown-ზე გამოცემული “Leisure Complex” , რომელიც ესიდ ჰაუსის, ტექნოს, Drum n Bass-ისა და Breakbeat-ის სინთეზს წარმოადგენს


NTHNG: ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ. მისი დებიუტი 2014 წელს, Lobster Theremin-ის სუბლეიბლზე Mörk შედგა, EP-ით “Remember Us,” რომელსაც 2015 წელს გამოსული “1996” მოჰყვა, სადებიუტო ალბომი კი მან რამდენიმე კვირის წინ, იანვარში გამოსცა. “It Never Ends” ტექნოს ღრმა და ემოციურ ბუნებაზე კონცენტრირდება და იდეალურად გამოხატავს ახალგაზრდა პროდიუსერის მუსიკალურ ორიენტაციას.


MARC SCHNEIDER: ჰამბურგელი DJ და პროდიუსერი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ტრენდის შემქმნელი ფიგურაა, როგორც სტუდიური ნამუშევრებით, ასევე DJ-ინგის ტექნიკითა და სელექციით. Schneider-ი საკუთარი ფირფიტების მრავალფეროვან კოლექციას მსმენელს ჯერ კიდევ 90’ წლების გერმანული რეივებიდან უზიარებს და მისი სახელი დღემდე მსოფლიოს წამყვანი კლუბების პროგრამებში გვხვდება. მისი ბოლო სტუდიური ნამუშევარი კოლაბორაცია Aera-სთან The Taylor & Smith EP გამოვიდა ლეიბლზე Circus Company, სადაც მუსიკას Nicolas Jaar, Seth Troxler და DJ Koze უშვებენ. “When it come impeccable taste in house and techno, Marc Schneider is the DJ’s DJ’s DJ.” – Resident Advisor


HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.


 

 


Promo Links

23:30 - 03:00 ASQUITH
03:00 - 05:00 NTHNG
05:00 - END DAZE
23:30 - 03:00 HAMATSUKI
03:00 - END MARC SCHNEIDER