Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 05.05.17

BASSIANI / HOROOM: MATRIXXMAN  | KANCHELI | KVANCHI | ZURKIN |


MATRIXXMAN: CHARLES DUFF, ამერიკელი DJ და პროდიუსერი, ტექნოს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი. მისი ჩანაწერები ცივი, მექანიკური ხმებითაა ნაკარნახევი, თუმცა არანაკლებია მათში განცდისა და სიმხურვალის შეგრძნება. რამდენიმე EP-ის შემდეგ, რომლებიც ამერიკელმა პროდიუსერმა ლეიბლებზე DEKMANTEL, PLANET RHYTHM, DELFT გამოსცა, სადებიუტო ალბომი GHOSTLY INTERNATIONAL-ზე დაარელიზა და RESIDENT ADVISOR-მა შეაფასა, ალბომი, რომელიც მომავალზე ტრადიციული ხერხებით ფოკუსირდება. ვინტაჟური დრამ-მანქანების ხმებითა და ესიდ ჟღერადობით ამ ჩანაწერს თავისუფლად შეეძლო დეტროიტული PLUS 8-ს ადრეული რელიზი ყოფილიყო.“ MATRIXXMAN-ის ჩანაწერები ისეთი არტისტების სეტებში ხვდება, როგორიცაა: DVS1, JEFF MILLS, RODHAD, BEN KLOCK, RICHIE HAWTIN და LEVON VINCENT. რემიქსებზე კი სხვადასხვა დროს უმუშავიათ LARRY HEARD, SILENT SERVANT და THE HIEROGLYPHIC BEING-ს.


KANCHELI: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტ Stare At DJ ერთ-ერთი ავტორი და არტისტული გაერთიანების, 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება.


KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


ZURKIN: DJ, ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის VODKAST RECORDS ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.


BASSIANI
00:00 - 03:30 KANCHELI
03:30 - END MATRIXXMAN
HOROOM
00:00 - 03:00 KVANCHI
03:00 - END ZURKIN