Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 05.12.15

BASSIANI: ■ XHIN ■ ZITTO


XHIN: სინგაპურელი პროდიუსერი და DJ. მას ხმის ფუტურისტსაც ეძახიან, რადგან მისი ტრეკები გაჯერებულია ექსპერიმენტალური მძიმე დაბტექნო ჟღერადობით. XHIN-ის სეტები გამორჩეულია მისი რითმული სტრუქტურით, დაბალი უწყვეტი ბასით და რაც მთავარია შეუდარებელი და იშვიათი ტექნიკური შესრულებით. ელექტრონული მუსიკის კეთება 1997 წლიდან სინგაპურში დაიწყო, სადაც ტექნო სცენა ფაქტიურად არ არსებობდა. პირველი EP 2003 წელს დამოუკიდებლად გამოუშვა, რასაც მისი სადებიუტო ალბომი SUPERSONICSTATE მოჰყვა. 2009 წელს, ბერლინში, LUCY-მ ახალი ლეიბლი STROBOSCOPIC ARTEFACTS დააარსა, რომელსაც XHIN –იც შეუერთდა, ისეთ არტისტებთან ერთად როგორებიც არიან PERC, MILTON BREADLY, INIGO KENNEDY, RROSE და ა.შ ამ ლეიბლს უკავშირდება მისი ყველაზე გამორჩეული ექსპერიმენტული და მძიმე ჩანაწერები: SWORD, FIXING THE ERROR, MONAD III. 2012 წლიდან XHIN თანამშრომლობს ცნობილ ლეიბლთან TOKEN სადაც 2 EP: THE REALM და DARK TILED LANDSCAPE აქვს გამოშვებული.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით Zitto-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით Zitto, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – Zitto-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZITTO
03:00 - 05:00 XHIN
05:00 - END ZITTO