Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 06.01.17

BASSIANI / HOROOM: POLAR INERTIA LIVE | KEITH CARNAL | ZITTO | HVL | IAZIKZAZUBAMI LIVE | BERIDZE


POLAR INERTIA: “ჩვენ არავინ ვართ, იმიტომ, რომ გვინდა, არავინ ვიყოთ და იმისათვის, რომ არავინ ვიყოთ, ვართ არსად და ყველგან.” ტექნო დუო POLAR INERTIA 2010 წელს ქალაქ პარიზში შეიქმნა. პროექტის წევრების ვინაობა იდუმალებით არის მოცული, ხოლო მათი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: ფოტოგრაფიას, ვიდეოხელოვნებას და არტ-წიგნებს მოიცავს. 2011 წლიდან ფრანგულ ლეიბლზე DEMENT3D გამოშვებული აქვთ სამი EP: INDIRECT LIGHT, THE LAST VEHICLE და ბოლო KINEMATIC OPTICS რომელიც ტექნო და მძიმე ემბიენტ ჟღერადობებს აერთიანებს. POLAR INERTIA-ს მუსიკის მთავარ ინსპირაციას პოსტ-აპოკალიპტური მომავალი და მისი ვარიაციები წარმოადგენს, ტექნოს კი თვითიზოლაციასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებასთან აიგივებენ. აღსანიშნავია მათი სრულიად უნიკალური ლაივ შესრულება. POLAR INERTIA-ს რემიქსებზეABDULLA RASHIMSILENT SERVANT (OFFICIAL) და FRANCOIS X მუშაობენ.


KEITH CARNAL: თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერია. მისი EP-ები: ANALYSIS, ONWARS და UNTOLD JOACHIM SPIETH-ის მიერ დაარსებულ ლეიბლზე AFFIN-ზეა გამოსული. KEITH CARNAL-ის შემოქმედებაზე დიდ გავლენა KRAFTWERK-მა, NEW ORDER-მა და DONNA SUMMER-მა მოახდინეს. მისი სტილი მასიური ბასისა და ენერგიული, ჩამთრევი მელოდიების კომბინაციით ხასიათდება. როგორც თავად ამბობს, ტექნო ყველა ემოციას მოიცავს, იქნება ეს ბედნიერება, სევდა თუ გაბრაზება. „ტექნო ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე მუსიკის შექმნა და მისი დაკვრა. ეს არის ენა, რომელიც შთანთაქვს სიტყვებს, განსხვავებებსა და რასებს – ეს ერთობის ენაა.“


HVL: BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


IAZIKZAZUBAMI: ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ზუკა ბაბუნაშვილის ერთ-ერთი პროექტია. მუსიკის წერისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლის შემდეგ, ZESKNEL-ის სახელის ქვეშ ზუკამ მალევე გამოუშვა სადებიუტო RGOLI EP, რომელიც მის მუსიკალურ ორიენტაციებს იდეალურად ასახავს. ZESKNEL-ისგან განსხვავებით, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ქართული ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადმოტანა და ღრმა ატმოსფერული ელემენტების ტექნოსთან ნაზავია, პროექტი IAZIKZAZUBAMI ღრმა და LO-FI ჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა. ზუკა, როგორ ლაივ არტისტი და დიჯეი, ძირითადად ორიენტირდება ტექნოზე, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში.ზუკა ZESKNEL-ის სახელით VRIL-თან, VOISKI-სთან დაHVL-თან ერთად BASSIANI RECORDS-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა.


BERIDZE: ქართველი DJ, პროდიუსერი და ვინილ კოლექტორი ტიმო ბერიძე ელექტრონული მუსიკის სფეროთი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მის მიერ შექმნილი მუსიკა ღრმა ჰაუს ჟღერადობით, სეტები კი მელოდიურობით გამოირჩევა.


 

 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZITTO
03:00 - 04:00 POLAR INERTIA LIVE
04:00 - END KEITH CARNAL
HOROOM
23:00 - 03:00 BERIDZE
03:00 - 04:00 IAZIKZAZUBAMI LIVE
04:00 - END HVL