BASSIANI: 07.05.16

BASSIANI: MARGARET DYGAS | HVL | 


MARGARET DYGAS: წარმოშობით პოლონელი DJ და პროდიუსერი MARGARET DYGAS-ისთვის, საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბება ნიუ-იორკს და ლონდონს უკავშირდება, 2007 წლიდან კი ის ბერლინში მოღვაწეობს და მისი სეტები ქალაქის საუკეთესო კლუბებში უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ბერლინში დაფუძნებას უკავშირდება მისი სტუდიური საქმიანობა. MARGARET-ი ორი ალბომის ავტორია, პირველი, “HOW DO YOU DO?” 2010 წელს გამოვიდა ლეიბლზე: POVER SHOVEL AUDIO, ხოლო მეორე ალმომი “MARGARET DYGAS” PERLON-ის რელიზია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს MARGARET-ის და TOBIAS FREUND-ის ლეიბლის NON STANDARD PRODUCTIONS-ის თანამშრომლობის შედეგი “SEE YOU AROUND EP” და კოლაბორაციული EP-ი TOBIAS.-თან: “TEST THE WEST”. DYGAS-ის ტრეკებს და სეტებს ახასიათებს ღრმა, დაბის გავლენით ფორმირებული ჟღერადობა, რომელშიც იკვეთება როგორც მისი წარსულის გამოცდილება ასევე ქსპერიმენტები.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ადგილობრივი არტისტია.


 


Promo Links

Please Login to buy tickets