Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 08.04.15

BASSIANI: ■ BEN UFO ■ ZURKIN


BEN UFO: იგივე BEN THOMSON, ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი DJ. 2007 წელს მეგობრებთან ერთად (PEARSON SOUND და PANGAEA) დააარსა პირატული რადიო SUB FM რასაც შემდეგში მოყვა გამორჩეული ლეიბლის HESSLE AUDIO-ს ჩამოყალიბება. როგორც RESIDENT ADVISOR წერს: “ბრიტანეთში განსაკუთრებულად რთულია მიაღწიო პოპულარობას ბექგრაუნდის და საკუთარი ფროდაქშენის გარეშე, თუმცა ბენ უფომ, როგორც საუკეთესო სელექტორმა, მაღალი რეპუტაციის მოპოვება მოახერხა.” მის სეტებში იგრძნობა ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნა. მისი ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში დამწყები პროდიუსერების წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ ბენ უფომ გააცნო პირველად მსმენელს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან თანამედროვე ბრიტანული სცენის მთავარი ფიგურები: BLAWAN და JOY ORBISON.


ZURKIN: ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ, მისი სეტები ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZURKIN
03:00 - 06:00 BEN UFO
06:00 - END ZURKIN