Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.07.16

BASSIANI: OSCAR MULERO | ZlTTO


OSCAR MULERO: ესპანელი პროდიუსერი და DJ, მადრიდის ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაკვრა 80-იანების დასასრულს, მშობლიურ ქალაქში დაიწო, უკრავდა განსაკუთრებით ექსპერიმენტულ კლუბებში ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის მუსიკას, რისი შემდეგი ნაბიჯიც მადრიდის ლეგენდარული კლუბი NEW WORLD აღმოჩნდა. OSCAR-ის კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისი 1996 წელს და ფესტივალ SONAR-ს უკავშირდება, როდესაც მისი სეტი JEFF MILLS, LAURENT GARNIER და RICHIE HAWTIN-ის გვერდით გაჟღერდა, მისი უნიკალური ტექნიკა და სელექცია კი მსოფლიო მაშტაბით გახდა ცნობილი. 1998 წელს პირველი ჩანაწერი/მიქსი, ABOUT DISCIPLINE AND EDUCATION გამოსცა, რომელშიც შესული იყო: JEFF MILLS, SURGEON, LUKE SLATER, JOEY BELTRAM, REGIS და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკები. გამოშვებული აქვს 4 ალბომი და 40-მდე EP ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის მისივე დაარსებული POLE RECORDINGS(2004) და WARM UP RECORDINGS(2000), ასევე DETROIT UNDERGROUND, TRESOR, TOKEN, SEMANTICA, MODULARZ, MORD და ა.შ. აღსანიშნავია მისი DJ სეტების სერია LIGHT&DARK AV SET, რომელიც აუდიოვიზუალურ გამოცდილებას ქმნიდა. MULERO-ს ალტერ ეგოს მისი პროექტი DR.SMOKE წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ელექტრონიკაზე, დაბზე და IDM-ზე არის ორიენტირებული.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets