Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.04.16

■ FUNCTION
■ lNLAND

INFRASTRUCTURE NEW YORK- ზე, რომელიც Function-მა 1998 წელს დააარსა , 2005 წლამდე არაერთმა გამორჩეულმა რელიზმა დაიდო ბინა, დღესდღეისობით კი 9 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებულ ლეიბლს, Function-თან ერთად ED Devenport(იგივე Inland) მართავს. 2014 წელს, Iinfrastructure New York – ზე გამოიცა მათი პირველი კოლაბორაციული EP – Odeon, რომელმაც გაახმოვანა ლეიბლის დაბრუნება, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთი არტისტებისგან როგორიც არის: Сassegrain & Tin Man, Post Scriptum, Campbell irvine და ა.შ. Iinfrastructure New York -ი, ყოველთვის საუკეთესო ხარისხის ანდერგრაუნდ ტექნოს შექმნაზე იყო ორიენტირებული, დღეს კი ამასთან ერთად, ლეიბლის ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას, ახალი არტისტების აღმოჩენა წარმოადგენს.

FUNCTION: იგივე Dave Sumner, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფიგურაა. ნიუ იორკელი Dj და პროდიუსერის მიღწევები საკმაოდ მრავალფეროვანია, ის Regis-თან და Silent Servant-თან ერთად წარმოადგენდა Sandwel District-ის კოლექტივს, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე ჩაიწერა. მისი და Karl O’Connor (Regis)-ის კოლაბორციას წარმოადგენდა ასევე Portion Reform, ამ პრიექტით Function გახდა პირველი არაბირმინგემელი არტისტი, რომელიც Downwards Records-ზე დარელიზდა.
2007 წელს, Dave ბერლინში გადავიდა, 2013 წელს კი Sandwel district-ს გამოეყო, Berghain-ს რეზიდენტი გახდა და Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation(2013), რომელის შექმნაშიც Tobias.-მა მიიღო მონაწილეობა და რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა.
აღსანიშნავია ასევე Function-ის და Vatican Shadow-ს 2014 წლის ერთობლივი ნამუშევარი: Games Have Rules, რომელიც Hospital Production-ზე გამოიცა და მძიმე, ემბიენთ ჟღერადობით გამოირჩევა.

INLAND: ინლისში დაბადებულ და ბერლინში გაზდილ DJ და პროდიუსერ ED Devenport-ს გამოარჩევენ როგორც მისი სეტებით, ასევე ლაივ შესრულებით. ის დღესდღეისობით Functon-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლაბორატორია და Iinfrastructure New York-თან ერთად, ლეიბლს Counterchange Recordings-ს უძღვება, სწორედ ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი 2016 წლის რელიზი: Foodstone.


Promo Links

Please Login to buy tickets