Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.06.17

OSCAR MULERO: ესპანელი პროდიუსერი და DJ, მადრიდის ტექნო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაკვრა 80-იანების დასასრულს, მშობლიურ ქალაქში დაიწყო, ძირითადად ექსპერიმენტულ კლუბებში ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის მუსიკას უკრავდა. შემდეგი ნაბიჯი კი მადრიდის ლეგენდარული კლუბი New World აღმოჩნდა. Oscar-ის კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისი 1996 წელს და ფესტივალ Sónar Festival-ს უკავშირდება, როდესაც მისი სეტი Jeff Mills, Laurent Garnier და Richie Hawtin-ის გვერდით გაჟღერდა, მისი უნიკალური ტექნიკა და სელექცია კი მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. 1998 წელს პირველი ჩანაწერი/მიქსი, About Discipline And Education გამოსცა, რომელშიც შესული იყო: Jeff Mills, Surgeon, Luke Slater (OFFICIAL), Joey Beltram, Regis და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკები. გამოშვებული აქვს 4 ალბომი და ორმოცამდე EP, ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის მისივე დაარსებული Pole Recordings (2004) და Warm Up Recordings (2000), ასევე DETROIT UNDERGROUND, Tresor, Token Records, Semantica Records, Modularz, Mord Records და ა.შ. აღსანიშნავია მისი DJ სეტების სერია Light & Dark AV Set, რომელიც აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას ქმნიდა. Oscar Mulero (oficial)-ს ალტერ ეგოს მისი პროექტი Dr.Smoke წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ელექტრონიკაზე, დაბზე და IDM-ზე არის ორიენტირებული.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც DJ-ის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. DJ-ინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, DJ-ისთვის ბუნებრივია, ჰქონდეს კონკრეტული იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როდესაც მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი DJ გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის DJ-ის ტიტულიც მოიპოვა.


GRANT: პროდიუსერი და DJ ლოს-ანჯელესიდან, თანამედროვე დიფ ჰაუს სცენის გამორჩეული წარმომადგენელი. ლეიბლის Lauren Bacall თანადამაარსებელი სადაც მისი ჩანაწერების უმრავლესობა გამოიცემოდა. 2016 წელს კი GRANT Lobster Theremin-ს შეუერთდა და მის სუბლეიბლზე MORK წლის ერთ-ერთი აღსანიშნავი ალბომი გამოსცა – “Cranks”, რომელიც 90’ის UK ჰაუსისა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ჰაუს ჟღერადობის იდეალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 2017 წელს Grant-მა ახალი იმპრინტი შექმნა, რომელიც სადებიუტო რელიზით GRANT001-თ წარმოადგინა.


Kvanchi: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით, მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის DJ-ინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით, რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეძლოს. DJ-ინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


00:00 - 03:00 ZITTO
03:00 - END OSCAR MULERO
00:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END GRANT