Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.09.16

BASSIANI: KONSTANTIN | HVL


KONSTANTIN: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ვაიმარში დაფუძნებული ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლისGIEGLING დამაარსებელი. KONSTANTIN მისი სასცენო ფსევდონიმია, მუსიკას HERR KOREANDER- ის სახელის ქვეშ აკეთებს. ასევე, LEAFAR LEGOV-თან ერთად, დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალურ პროექტს – KETTENKARUSSELL წარმოადგენს.


HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


Promo Links

Please Login to buy tickets