Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 11.03.17

BASSIANI / HOROOM: BASSIANI RECORDS NIGHT | DJ NOBU | WATA IGARASHI | IORI | TAKAAKI ITOH | HVL | KVANCHI


DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის BITTA დამაარსებელი და FUTURE TERROR-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. DJ NOBU-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP – DRAW/ UNTITLED, ასევე სადებიუტო ალბომი DIARY, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ NOBU (-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით, არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.


WATA IGARASHI: პროდიუსერი და DJ ტოკიოდან, მან თავი მუსიკის განსხვავებულ ჟანრებში სცადა, დღესდღეობით კი ანდერგრაუნდ ტექნო სცენაზე უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მას ყველაზე იმედისმომცემი პროდიუსერების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე მოიხსენიებენ. აღსანიშნავია IGARASHI-ს 2016 წელს გამოსული CIPHERS EP, რომელიც ლეიბლ MIDGAR RECORDS-ს ეკუთვნის, ასევე მისი THE BUNKER NEW YORK-თვის ჩაწერილი პოდკასტი, რომელიც 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მიქსია.


IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90′-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, 2003 წელს ნიუ-იორკში DAVID MANCUSO-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბში LOFT უკრავდა, შემდეგ მოღვაწეობა ბერლინში განაგრძო. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზთან ერთად, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომები NEXUS (2012) და COLD RADIANCE (2016), ასევე 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: SEMANTICA RECORDS, PROLOGUE MUSIC, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS, BITTA და THE GODS PLANET. IORI ASANO-ს შემოქმედებაზე ისეთმა მუსიკოსებმა იქონიეს გავლენა,როგორებიც არიან: MANUEL GÖTTSCHING, MORITZ VON OSWALD, BASIC CHANNEL და DEPECHE MODE.


TAKAAKL ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის WOLS დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. TAKAAKI ITOH-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის MODULARZ, WOLS, PLANET RHYTHM RECORDS და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით YARDA. მის სეტებში, რომელსაც მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია.


HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – KVANCHI ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს.დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


 


Promo Links

BASSIANI
00:00 - 02:00 IORI
2:00 - 04:00 TAKAAKI ITOH
04:00 - 06:00 DJ NOBU
06:00 - END WATA IGARASHI
HOROOM
00:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END HVL