Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 11.05.16

■ BEN KLOCK
■ ZlTTO

BEN KLOCK: გერმანელი DJ და პროდიუსერი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე შესულია როგორც ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მის კარიერაში აღმავლობის ეტაპი 2005 წლიდან იწება, როდესაც ის Berghain-ის გახსნის პარალელურად, ამ კლუბის რეზიდენტი ხდება, ამან მომავალში Berghain-ის უნიკალური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.

Ben Klock-ს ეკუთვნის ცნობილი ლეიბლი Klockworks, რომელზეც მასთან ერთად ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: Dvs1, Sterac, Etapp kyle, Heiko Laux და ა.შ, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული რელიზები Ostgut Ton-ს ეკუთვნის, 2009 წელს ამ ლეიბლზე გამოვიდა Ben Klock-ის სადებიუტო ალბომი: One, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ავტორს და რომელიც გამორჩეულია ცივი, დაბ-ტექნო და მელანქოლიური ჟღერადობით. Ben Klock-ის ჩანაწერები და რემიქსები სხვადასხვადროს გამოიცემოდა ასევე ლეიბლებზე: Bpitch Control, Stroboscopic Artefacts, Sandwell district, Token და ა.შ.

Ben Klock-ის ტექნო სეტები, რომელიც BASSIANI-ს მსმენელისთვის უკვე ნაცნობია, ხასიათდება მძიმე ჰიპნოტური, ინტენსიური და ღრმა საუნდით.


ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.


Promo Links

Please Login to buy tickets