Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 11.11.16

BASSLANI: SPEEDY J | KANCHELI


SPEEDY J: ლეგენდარული როტერდამელი DJ და პროდიუსერი JOCHEM GEORGE PAAP, იგივე SPEEDY J, ტექნოსცენის მნიშვნელოვანი და საკვანძო ფიგურა. მის ტრეკებს ფუტურისტული ხელოვნების ნიმუშებს ადარებდნენ, რომლებიც პარალელურად საცეკვაო მოედანზე გადატრიალებას ახდენდა . SPEEDY J-ს ჩანაწერები გამოიცემოდა საკულტო ლეიბლებზე: WARP RECORDS, PLUS8 და NOVAMUTE RECORDS. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მის სახელს LAURENT GARNIER, APHEX TWIN და RITCHIE HAWTIN-ის გვერდით მოიხსენიებენ.კარიერის დასაწყისში განსაკუთრებული აღიარება ალბომმა GINGER ( PLUS8 /1993 ) მოუტანა, რასაც მოჰყვა წარმატებული რელიზები G SPOT, ON PUBLIC ENERGY NO. 1, A SHOCKING HOBBY, კოლაბორაცია CHRIS LIEBING-თან. 2008 წელს ლეიბლი ELECTRIC DELUXE დაარსა, რომელიც შოუქეისების და პოდკასტების სერიებს მოიცავს, ELECTRIC DELUXE-ზე გამოიცემიან: GIORGIO GIGLI, TOMMY FOUR SEVEN, TERENCE FIXMER, PERC, BRENDON MOELLER ECHOLOGIST BEAT PHARMACY და ა.შ. SPEEDY J-ს შემოქმედება მრავალფეროვანი და ინოვაციურია, ის მუდმივად ეძებს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მსმენელს განსხვავებულ ექსპერიმენტებს თავაზობს. როგორც ამბობს, ელექტრონული მუსიკის ყველა განზომილება აინტერესებს და საზღვრებს არ აღიარებს.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი,  DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება..


 


Promo Links

Please Login to buy tickets