Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 11.12.15

BASSIANI: MDR NIGHT ■MARCEL DETTMANN ■ANSWER CODE REQUEST ■ANTHONY PARASOLE


“ეს იდეა მომივიდა მაშინ, როდესაც HARD WAX-ში დავიწყე მუშაობა. დავინტერესდი ლეიბლების მუშაობის სპეციფიკით და საკუთარი ლეიბლი MARCEL DETTMANN RECORDS დავაარსე. ამის უკან იყო იდეა, და ახლაც არის, რომ შემექმნა პლატფორმა ჩემი მეგობრებისა და მათი მუსიკისთვის, ასევე საკუთარ მუსიკასაც ვუშვებდი. MDR ყოველთვის ითვლებოდა და დარჩება მკაცრად, მხოლოდ მუსიკაზე კონცენტრირებულ ლეიბლად ” – MARCEL DETTMANN


MARCEL DETTMANN: გერმანელი პროდიუსერი და DJ, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. 1999 წლიდან კლუბ OSTGUT / BERGHAIN-ის რეზიდენტი. მასზე დიდი გავლენა პოსტ-პანკმა (DEPECHE MODE, THE CURE , FRONT 404) და ინდუსტრიულმა მუსიკამ მოახდინა.MARCEL DETTMANN-მა ელექტრონული მუსიკის საკუთარი კონცეფცია შექმნა, რისი საუკეთესო გამომხატველიც მისი ლეიბლი – MDR (MARCEL DETTMANN RECORDS) გახდა, სადაც მისი კურატორობით ჩანაწერებს უშვებენ, ისეთი არტისტები როგორებიც არიან: ANSWER CODE REQUEST, KOBOSIL, ANTHONY PARASOLE და ა.შ MARCELL DETTMANN გამორჩეულია იმით, რომ ყოველთვის ეძებს ახალ გზებს შთაგონებისა და მომავალი განვითარებისთვის, მისი მუსიკა ინოვაციური და მრავალფეროვანია, რომელშიც ტექნო ჩიკაგო ჰაუსის ჟღერადობასთან ახდენს სინთეზს.მისი სეტები ემოციური მომენტებითა და მოულოდნელობებით არის სავსე.


ANSWER CODE REQUEST: იგივე PATRICK GRASER ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი. კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტი და ლეიბლ MDR-ის ოჯახის წევრი. მისი სადებიუტო რელიზი 2011 წელს HARD WAX-ის თაროზე მოხვდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა სხვადასხვა გამოცემებში.


ANTHONY PARASOLE: ბრუკლინელი DJ და პროდიუსერი , რომელიც თავისი ღრმა ტექნოს და ჰაუს ჟღერადობით არის ცნობილი. მის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჰიპ-ჰოპმა, რაც მის სეტებშიც იგრძნობა. ANTHONY ნიუ-იორკის ყველაზე წარმატებული ჩანაწერების მაღაზიის, HALCYON-ის მფლობელია და ახლო მეგობარ LEVON VINCENT-თან ერთად ცნობილ ლეიბლს, DECONSTRUCT MUSIC -ს მართავს. ასევე წარმატებულია ANTHONY-ს თანამშრომლობა MDR-თან, რომელიც 2013 წელს გამოსული EP- OFF THE GRID-ით დაიწყო.


 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ANTHONY PARASOLE
03:00 - 04:00 ANSWER CODE REQUEST
04: 00 - END MARCEL DETTMANN