Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 12.02.16

BASSIANI: ■ FRANK & TONY ■ HVL


FRANK & TONY: ბრუკლინელი არტისტების FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის კოლაბორციაა, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს და დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებულ DEEP HOUSE პროექტად ითვლება. მათ ერთობლივ მოღვაწეობას უკავშირდება ლეიბლის SCISSOR AND THREAD დაარსება, სადაც FRANK & TONY-ს ტრეკების უმეტესობა გამოიცემა. 2014 წელს გამოვიდა FRANK & TONY-ს სადებიუტო ალბომი YOU GO GIRL, რომელსაც DEEP HOUSE-ს ჟანრში წლის საუკეთესო ნამუშევრებში მოიხსენიებენ. კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია მათი და თანამედროვე ჰაუს სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ფიგურის, DJ SPRINKLES-ის (იგივე TERRE THAEMLITZ ) ერთობლივი ნამუშევარი – COMPANION. FRANK & TONY -ს წევრები ასევე არიან კლუბის “THE PANTHER ROOM” რეზიდენტები. დუოს წევრების აზრით, მსმენელთან ურთიერთობით დიდ შთაგონებას იღებენ, რადგან ჰაუსი მათთვის ყოველთვის იყო ადამიანების მიმართ სოლიდარობის ანარეკლი. ასევე საინტერესოა FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის სოლო შემოქმედება და პროექტები.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00
03:00 - END