Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 13.01.17

BASSIANI / HOROOM: DAX J | ZESKNEL LIVE |  NDRX RAÄR HVL


DAX J: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი, ტექნო ლეიბლის MONNOM BLACK დამაარსებელი. მასზე განსაკუთრებული გავლენა UK GARAGE და DRUM N BASS-მა მოახდინა, რაც მის ტექნო სეტებშიც აისახება. DAX J-ს განსაკუთრებული წარმატება 2015 წელს გამოსულმა სადებიუტო ალბომმა SHADES OF BLACK მოუტანა. მისი ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოიცემოდა ლეიბლებზე: DEEPLY ROOTED, WEEKEND CIRCUIT, SOMA ,ELECTRIC DELUXE, ARTS COLECTIVE და ა.შ მის რემიქსებზე კი მუშაობდნენ: SHIFTED, OPHASE, JONAS KOPP, RYAN ELLIOT, TRUSS, და PAR GRINDVIK.


ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს ZESKNEL-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად – RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL-ის სახელით VRIL-თან, VOISKI-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI RECORDS-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან


RAÄR: ფრანგი DJ და პროდიუსერის VITAL CORNET -ის ACID HOUSE / LO-FI-ზე ორიენტირებული სოლო პროექტია, რომელმაც 2016 წელს, სადებიუტო ალბომით CAUSE ITS DIRTY გამოჩენისთანავე მოიპოვა წარმატება.


HVL: BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 02:45 NDRX
02:45 - 04:00 ZESKNEL LIVE
04:00 - END DAX J
HOROOM
00:00 - 04:00 HVL
04:00 - END RAAR