Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 13.04.17

BASSIANI / HOROOM: JEFF MILLS | ZITTO | KANCHELI | CADENCY | HVL |


JEFF MILLS: იგივე THE WIZARD, MILSANT დეტროიტში მოღვაწე ლეგენდარული DJ და პროდიუსერი, დეტროიტ ტექნოს პიონერი. მას ROBERT HOOD, CARL CRAIG და JOEY BELTRAM-თან ერთად ამერიკული ტექნო ჟღერადობის მთავარ სულისჩამდგმელად მოიხსენიებენ. სხვადასხვა დროს იყო ცნობილ კოლექტივებში UNDERGROUND RESISTANCE (რომელიც MIKE BANKS და ROBERT HOOD-თან ერთად ჩამოაყალიბა), FINAL CUT და MEMBERS OF THE HOUSE. 1992 წელს JEFF-მა საკუთარი ლეიბლი AXIS დააარსა, მის სუბლეიბლებზე PURPOSE MAKER, SOMETHING IN THE SKY, TAKEN და TOMORROW არტისტის ჩანაწერების უმეტესობა გამოდის. MILLS რელიზებს ასევე შეხვდებით: GRAMAPHONE RECORDS, TRESOR, UNDERGROUND RESISTANCE, UWE და SYNEWAVE-ზე. როგორც ამბობს ტექნო ყველაფერია, რისი წარმოდგენაც აქამდე შეუძლებელი იყო და ის შექმნილია არა როგორც საცეკვაო მუსიკა, არამედ როგორც ფუტურისტული განაცხადი. MILLS-ის სეტებში ყოველთვის მონაწილეობს სამი CDJ და ROLAND TR- 909 დრამ-მანქანა.


ZITTO: მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება.


CADENCY:  ბერლინში დაფუძნებული მადრიდელი DJ და პროდიუსერი. მადრიდული კლუბის STARDUST-ის რეზიდენტი. 2016 წელს HECTOR-მა საკუთარი ლეიბლი OAKS დააარსა, რომლის პირველი რელიზიც თვითონ ეკუთვნის. OAKS-ის ტრეკები კლასიკური ჩიკაგოს და დეტროიტის, თანამედროვე ტექნოს ჟღერადობების სინთეზს წარმოადგენს. CADENCY-ის სახელის ქვეშ ჰაუსს ჟღერადობის მუსიკას გამოსცემს.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


 

 


Promo Links

BASSIANI
00:00- 04:00 KANCHELI
04:00 - 07:00 JEFF MILLS
07:00 - END ZITTO
HOROOM
00:00 - 03:00 HVL
03:00 - 04:00 IAZIKZAZUBAMI LIVE
04:00 - END CADENCY