Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 13.10.15

BASSIANI: DYSTOPIAN NIGHT ■ VRIL Live ■ RON ALBRECHT ■ ZITTO

VRIL: ტექნო არტისტი ჰანოვერიდან. პირველად ყურადღების ცენტრში 2010 წელს მოექცა. ლეიბლ GIEGLING-ზე გამოსული EP-ის შემდეგ, რასაც მოყვა რელიზები SEMNATICA, ისევ GIEGLING, DYSTOPIAN და DELSIN RECORDS-ზე. 2014 წელს საუცხოო ალბომი შემოგვთავაზა სახელწოდებით “TORUS”, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი DELSIN-ზე გამოუშვა 8 ტრეკისგან შემდგარი LP “PORTAL”.გასულ წელს, BASSIANI-ის პირველი სეზონი სწორედ რომ ვრილის ლაივით გაიხსნა.


RON ALBRECHT: გერმანელი DJ და პროდიუსერი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოღვაწეობს და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი კარიერის სათავე დაკავშირებულია ლეგენდარულ კლუბ ტრეზორთან, სადაც ხშირად ჟღერდა მისი დიჯეი სეტები. აქედან მოყოლებული მას დაკრული აქვს თითქმის ყველა გერმანულ კლუბში, ევროპის უამრავ ქალაქში და ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: MELT და FUSION.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZITTO
03:00 - 04:00 VRIL LIVE
04:00 - END RON ALBRECHT