Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 15.07.16

BASSIANI: TOMMY FOUR SEVEN | NEWA


TOMMY FOUR SEVEN: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი და DJ, დღევანდელი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 2005 წლიდან მისი ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის SPEEDY J-ს ELECTRIC DELUXE, CHRIS LIEBING-ის CLR (OFFICIAL), STROBOSCOPIC ARTEFACTS, WOLFSKUIL RECORDS, BRIQUE ROGUE და ა.შ. მისი სადებიუტო ალბომი PRIMATE CLR (OFFICIAL)-ზე, 2011 წელს გამოუშვა, ხოლო რემიქსებზე ROBERT HOOD // FLOORPLAN-მა, PERC-მა და REGIS-მა იმუშავეს. 2015 წელს TOMMY FOUR SEVEN-მა საფუძველი ჩაუყარა რეგულარული ფართების სერიას: 47 და ამავე სახელწოდების ლეიბლს, რომლის კომპილაციებშიც SNTS, UVB, SHLOHMO, KWARTZ, I/Y, J. TIJN და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკებს მოისმენთ. აღსანიშნავია TOMMY-ს და ALAIN PAUL-ის ერთობლივი ინდუსტრიალ ტექნო პროექტი THESE HIDDEN HANDS, 2013 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი MARCEL DETTMANN, SHXCXCHCXSH, ATOM HEART, KANGDING RAY და ANCIENT METHODSS-ის რემიქსებით. განსაკუთრებით საინტერესოა დუოს 2016 წლის ნამუშევარი THESE MOMENTS DISMANTLED, რომელიც მძიმე, ექსპერიმენტული და ინდუსტრიული ჟღერადობით გამოირჩევა. TOMMY FOUR SEVEN-ის გამორჩეული სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა მუსიკალურმა განათლებამ, ის ხმის ინჟინერიას და მუსიკალურ ტექნოლოგიებს შეისწავლიდა. T47-ის ტრეკებში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ტექნოს მიმართ: როგორც ამბობს მისთვის ის ენერგიასთან აგრესიასთან , ამბოხთნ ასოცირდება.


NEWA: ანა კუბლაშვილი, ქართველი პროდიუსერი და DJ. მისმა რელიზმა AC, 2013 წლის ელექტრონავტების დაჯილდოებაზე საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets