Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 15.07.17

BASSIANI / HOROOM: TIN MAN LIVE | DR.RUBINSTEIN | KANCHELI | THE BLACK MADONNA | KVANCHI


TIN MAN: იგივე Johannes Auvinen კალიფორნიელი DJ და პროდიუსერია, რომელმაც ელექტრონული მუსიკასთან შეხება ფირფიტების შეგროვებით დაიწყო და მალევე მიხვდა, რომ კარიერასაც სწორედ ამ სცენაზე გააგრძელებდა.Tin Man-ის დისკოგრაფია არ მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ ჟანრს და მასში როგორც ტექნო, ასევე ემბიენთის და ჰაუს ჟღერადობის ჩანაწერებს შეხვდებით. სხვადასხვა დროს მას უმუშავია ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Donato Dozzy, John Tejada და Cassegrain-ის აქტთან, რომლებთან კოლაბორაციაც გამოიცა ცნობილ ლეიბლებზე: Infrastructure New York, Killekill და Keys Of Life. Tin Man-ის ცოცხალი შესრულება, ისევე როგორც მისი ჩანაწერების უმრავლესობა Acid და Neo Acid ჟღერადობით გამოირჩევა.


DR.RUBINSTEIN: თელ-ავივიდან ბერლინში გადასვლის შემდეგ Marina Rubinstein-მა სახელი, როგორც ტექნო DJ-იმ მალევე გაითქვა. ის იმ იშვიათ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც წარმატებულ კარიერას პროდიუსინგისა და ლეიბლებთან ასოცირების გარეშე მიაღწიეს. მისი მრავალფეროვანი, ეისიდ ჟღერადობის სეტები ძირითადად ძველი ტექნო რეივის ხასიათს ატარებენ.


KANCHELI: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტის Stare At Dj ერთ-ერთი ავტორი და კოლექტივ 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება.


THE BLACK MADONNA: ამერიკელი პროდიუსერი და DJ, ჩიკაგოს SMART BAR-ის რეზიდენტი, რომლის გამოჩენამაც თანამედროვე საკლუბო სცენაზე გადატრიალება მოახდინა. მან ელექტრონულ მუსიკაში ფემინისტური, რელიგიური და პოლიტიკური კონცეფციები შემოიტანა. THE BLACK MADONNA გამოირჩევა დინამიური და ენერგიით აღსავსე სეტებით, რომლებიც დისკოს, ჰაუსა და ტექნოს აერთიანებენ და საცეკვაო მუსიკის ისტორიას საუკეთესოდ გადმოსცემენ. მისი ჩანაწერები ლეიბლებზე Home Taping Is Killing Music, Argot, The Nite Owl Diner და მისი დაარსებულ We Still Believe-ზე გამოიცემა. როგორც ამბობს, საცეკვაო მუსიკას სჭრდება მეამბოხე გოგოები, სჭირდება პატი სმიტი და DJ Sprinkles, ეიფორია და ცოტა დისკომფორტი. სჭირდება ჭრილობების გაღიზიანება, 40’ს გადაცილებული ქალები, DJ-ები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ შოუებამდე დააძინონ შვილები, გაღიზიანებული ქვიარები და თინეიჯერები, რომლებიც ყოველდღიური მარაზმით გადაიღალნენ. როგორც არტისტი ამბობს, საცეკვაო მუსიკა არანაირ არსებული სტატუს კვოს არ საჭიროებს.


KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით, მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის DJ-ინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით, რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეძლოს. DJ-ინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 KANCHELI
03:00 - 04:00 TIN MAN LIVE
04:00 - END DR.RUBINSTEIN
HOROOM
00:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END THE BLACK MADONNA