Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 16.01.16

BASSIANI: SHACKLETON LIVE | ZITTO | KOZMANA


SAM SHACKLETON: ინგლისელი პროდიუსერი. ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მისი მუსიაკლური კარიერა 21-ე საუკუნის დასაწყისში, ლონდონში დაიწყო, როდესაც 2003 წელს პირველი ტრეკი STALKER გამოუშვა. 2005 წელს კი ცნობილ პროდიუსერ APPLEBLIM-თან ერთად ლეიბლი SKULL DISCO დააარსა. ამ ლეიბლს უკავშირდება მისი ისეთი წარმატებული რელიზები როგორიც არის: DEATH IS NOT FINAL , SOUNDBOY’S SUICIDE NOTE, SOUNDBOY’S NUTS GET GROUND UP PROPER. 2008 წელს SHACKLETON ბერლინში გადავიდა და გერმანულ ლეიბლზე PERLON სადებიუტო ალბომი – THREE EPS (2009) გამოუშვა. ამას მოყვა მისი კოლაბორაციული ალბომი PINCH-თან. მას აგრეთვე ეკუთვნის ლეიბლი “WOE TO THE SEPTIC HEART” რომელიც 2010 წელს ბერლინში დააარსა. ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი მესამე ალბომი MUSIC FOR THE QUIET HOUR / THE DRAWBAR ORGAN EPS. SHACKLETON-ის მუსიკა წარმოადგენს ტექნოს, დაბსტეპის და UK GARAGE ჟანრების სინთეზს, რომელსაც ახასიათებს მძიმე ბასი, ექსპერიმენტალური და ჰიპნოტური ჟღერადობა.


KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის “ელექტრონავტების” გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 02:00 KOZMANA
02:00 - 03:00 SHACKLETON LIVE
03:00 - END ZITTO