Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 16.09.16

BASSIANI: BORIS | ZITTO | 


BORIS: იგივე BORIS DOLINSKI, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი, ბერლინური ფირფიტების მაღაზიის HARD WAX-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ლეიბლის CARELESS RECORDS-ის თანადამაარსებელი. მისი მუსიკალური კარიერა 80’ წლებიდან იწყება. უკრავდა ნიუ-იორკის ისეთ საკულტო ადგილებში, როგორიც არის LOFT და PARADISE GARAGEრომლის მენტორიც იყო ლეგენდარული ამერიკელი დიჯეი – LARRY LEVAN-ი. სწორედ LEVAN-სგან ისწავლა BORIS-მა დაეჯერებინა საკუთარი მუსიკალური ინტუიციის და მრავალფეროვანი სპექტრის რომელიც დღესდღეობით დისკოს, პოსტ-პანკს, კრაუტროკს, ჰაუსს და ტექნოს მოიცავს და მის სეტებს ყოველთვის გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის. ნიუ-იორკიდან დაბრუნებულმა BORIS-მა, 90-იანების ბერლინისთვის ჩიკაგო ჰაუსის გაცნობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რის გამოც მას ბერლინის საკლუბო ცხოვრების ყველაზე ქარიზმატულ და მულტიფუნქციურ წარმომადგენლს უწოდებენ. მისი პირველი ტრეკი OSTGUT TON-ზე 2010 წელს გამოიცა და ლეიბლის საიუბილეო კომპილაციაში FUNF არის შესული.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZITTO
03:00 - END BORIS