Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 16.12.16

BASSIANI / HOROOM: NINA KRAVIZ | BJARKI | NIKITA  ZABELIN | ROUTE 8 | HVL | KVANCHI


NINA KRAVIZ: წარმოშობით ციმბირელი პროდიუსერი და DJ დღევანდელ ტექნო სცენაზე ერთ-ერთ წარმატებულ ფიგურას წარმოადგენს. საერთაშორისო აღიარება ლეიბლ REKIDS (OFFICIAL)-ზე გამოჩენამ მოუტანა, სადაც 2012 წელს სადებიუტო ალბომი “NINA KRAVIZ” გამოსცა. 2014 წელს კი უნიკალური ჟღერადობისა და ვიზუალური სტილის მქონე ლეიბლი ТРИП დააარსა, რომელზეც გამოიცემიან: BJARKI, NIKITA ZABELIN, ARCA, DELTA FUNKTIONEN, FRED P. AKA BLACK JAZZ CONSORTIUM, VAKULA, LUKE SLATER და ა.შ


BJARKI: ისლანდიელი პროდიუსერი BJARKI RUNAR SIGURDARSON. პირველი აღიარება 2015 წელს, NINA KRAVIZ-ის ТРИП-ზე გამოსული: АРТУР И ИНТЕРГАЛАКТИЧЕСКИЕ КИТЫ EP-მა მოუტანა. ჩანაწერმა დადებითი შეფასებები მოიპოვა ელექტრონული მუსიკის გამოცემებში. 2016 წელს, ამავე ლეიბლზე გამოვიდა მისი სამი ალბომი, რომელშიც კარგად გამოიხატება არტისტის მუსიკალური ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება.


NIKITA ZABELIN: რუსი პროდიუსერი და DJ. მოსკოვის ტექნო სცენის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი. NIKITA ZABELIN არის კლუბ MONASTERIO-ს რეზიდენტი, ასევე TECHNO MAKES SENSE და RESONANCE MOSCOW-ის ფართების სერიების სულისჩამდგმელი. იგი აქტიურად მონაწილეობს ლოკალური ანდეგრაუნდ სცენის განვითარებაში. მისი ჩანაწერები გამოცემა ლეიბლებზე: ТРИП, HI FREAKS, FAUT SECTION.


ROUTE8: იგივე GERGELY SZILVESZTER HORVÁTH, უნგრელი DJ და პროდიუსერი. LOBSTER THEREMIN-ის ოჯახის წევრი. მისი 2015 წელს გამოსული EP – THIS RAW FEELING წლის ერთ-ერთი საინტერესო რელიზად დასახელდა. HORVÁTH-ს ეკთვნის სოლო პროექტები DJ CIDERMAN და Q3A. მისი მუსიკა ხასიათდება 80-ნების LO-FI, CHICAGO HOUSE და ატმოსფერული ჟღერადობით, რომელსაც თვითონ SYNTHPOP-HOUSE-ს უწოდებს.


HVL: BASSIANI/ HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – KVANCHI ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

 

 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 NIKITA ZABELIN
03:00 - 04:00 BJARKI LIVE
04:00 - END NINA KRAVIZ
HOROOM
23:00 - 04:00 HVL
04:00 - 08:00 ROUTE8
08:00 - END