Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 17.03.17

BASSIANI / HOROOM / SPACEHALL: PLANET GIEGLING TOUR

Resident Advisor-ის გამოკითხვით 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი Giegling მსოფლიო ტურს აანონსებს, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს ლეიბლის ფილოსოფიას და რომელშიც კოლექტივის სრული შემადგენლობა იღებს მონაწილეობას. Planet Giegling რამდენიმე ქალაქში ტარდება, მათ შორის თბილისში 16 და 17 მარტს, კლუბში BASSIANI და მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL.
დღესდღეობით Giegling ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად Giegling-ს კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.


VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი Portal, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს. Vril ასევე ცნობილია სახელით Zum Golden Schwarm.


ATEQ: ლეიბლის – Giegling თანადამფუძნებელი, იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კოლექტივში. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.


KONSTANTIN: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის – Giegling სულისჩამდგმელი, Konstantin მისი სასცენო ფსევდონიმია, მუსიკას Herr Koreander- ის სახელის ქვეშ აკეთებს. ასევე, არის Kettenkarussell-ის მეორე ნახევარი.


Edward: გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. მუსიკოსის მეორე პროექტის – Desert Sky-ს სადებიუტო ალბომმა “Gaia” დღის შუქი გასულ წელს იხილა. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.


KETTENKARUSSELL: Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტი, რომლის დებიუტიც Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.


LEAFAR LEGOV: DJ და პროდიუსერი გერმანიიდან. 2009 წლიდან არის Kettenkarussell-ის მეორე ნახევარი. Leafar Legov-ის სახელით კი სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი, ემბიენტ ჟღერადობის ალბომი “Talk” Giegling-ზე 2016 წელს გამოუშვა.


DJ DUSTIN: Konstantin-თან ერთად ლეიბლის Giegling ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. Giegling-ის ღამეების ორგანიზატორი და კურატორი.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 02:00 ATEQ LIVE
02:00 - 05:00 KONSTANTIN
05:00 - END VRIL LIVE
HOROOM
00:00 - 02:00 LEAFAR LEGOV LIVE
02:00 - 05:00 DJ DUSTIN
05:00 - 07:00 EDWARD LIVE
07:00 - END KETTENKARUSSELL LIVE