Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 17.04.15

RED BULL MUSIC ACADEMY PRESENTS: ■ MORITZ VON OSWALD ■ BOYD SCHIDT AT BASSIANI


MORITZ VON OSWALD: ელექტრონული მუსიკის ლეგენდა და დაბ ტექნოს პიონერი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ტექნოს ისტორიაში. 1962 წელს დაიბადა ქალაქ ბერლინში, მუსიკალური კარიერა კი ავანგარდულ NEWAVE ბენდით – PALAIS SCHAUMBURG დაიწყო, სადაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. 80′-ის ბოლოს კი THOMAS FEHLMANN-თან ერთად შექმნა: 2MB და 3MB შემდეგ იყო HARD WAX-ის მფლობელ MARK ERDNESTUS -თან ერთად განხორციელები პროექტები: BASIC CHANNEL / MAURIZIO / MORITZ VON OSWALD & MARK ERNESTUSRHYTHM & SOUND. მორიცი იყო კლუბ და ლეიბლის TRESOR.BERLIN (OFFICIAL)-ის ოჯახის წევრი, რომელმაც იმ დროისათვის ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. მისი ბოლო დროინდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია, კოლაბორაციული ალბომები დეტროიტ ტექნოს ლეგენდასთან – JUAN ATKINS, ნორვეგიელ მესაყვირესთან – NILS PETTER MOLVAER, ასევე, ექპერიმენტებით სავსე MORITZ VON OSWALD TRIO, რომლის წევრებიც მასთან ერთად არიან MAX LODERBAUER და VLADISLAV DELAY.


BOYD SCHIDT: ქართველი პროდუსერი და დჯ. ტექნო დუო GREENBEAM & LEON-ის მეორე ნახევარი. აღსანიშნავია რომ მისი ტრეკი MORNING UTOPIA ლეიბლ STUDIO R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან FRED P, HAKIM MURPHY და BRENDON MOELLER.

 


Promo Links

Please Login to buy tickets