Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 17.06.16

BASSIANL: PAULA TEMPLE | ZITTO |


PAULA TEMPLE ბერლინში დაფუძნებული ბრიტანელი DJ და პროდიუსერია, რომლის ჩანაწერებიც გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის ცნობილი R&S RECORDS, მისივე დაარსებული NOISE MANIFESTO და FEDERATION OF DRUMS. TEMPLE-ს ტრეკი შესულია JEFF MILLS-ის EXHIBITIONIST DVD-ში, შექმნილი აქვს რემიქსები THE KNIFE, PERERA ELSEWHERE და PLANNINGTOROCK-ისთვის. PAULA-ს კარიერაში განსაკუთრებულია R&S-თან თნამშრომლობა რომელიც ორ EP-ის, 2013 წელს გამოსულ COLONIZED-ს და 2014 წლის DEATHVOX-ს მოიცავს, რელიზები ინდუსტრიული და ნოის-ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა. PAULA TEMPLE-ს სეტები წარმოადგენს DJ სეტის და ლაივ პერფომანსის ჰიბრიდს, რომელმაც თავისი უნიკალური და ექსპერიმენტული ხასიათით მსოფლიო ტექნოს ცენაზე სენსაცია მოახდინა. ლეიბლის NOISE MANIFESTO სახით კი როგორც ამბობს, PAULA ქმნის მუსიკალურ პლატფორმას მათთვის, ვინც ჩრდილში დგას მიუხედავად მიღწევებისა და ტალანტისა.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

 


Promo Links

Please Login to buy tickets