Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 17.06.17

BASSIANI / HOROOM: TOBIAS. LIVE | THOMAS HESSLER | NDRX | RYAN ELLIOTT | HVL

TOBIAS. : გერმანელი DJ და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ლეიბლის – OSTGUT TON ოჯახის წევრი და კლუბის Berghain/Panorama Bar რეზიდენტი. მისი მუსიკალური კარიერა 80′ წლებიდან იღებს სათავეს. 20 წლის განმავლობაში ხმის ინჟინერად მუშაობდა, რაც მის შემოქმედებაზე მნიშნელოვნად აისახა. Tobias.-ის მუსიკა გამორჩეულია თავისი უნიკალური და განსხვავებული ჟღერადობით, ისევე, როგორც მისი ყოველი ლაივ შესრულება. როგორც თვითონ ამბობს, მისი მუსიკის უკან წინასწარი კონცეპტები არ დგას, ის ექსპერიმენტებიდან წარმოიქმნება და ვითარდება. Tobias. თანაავტორია ისეთი პროექტების, როგორიცაა ODD MACHINE (Ricardo Villalobos, Max Loderbauer, Tobias), Atom™ & Tobias, Metazone, Phobia და ა.შ. ასევე სათავეში უდგას ლეიბლს Non Standard Production, რომელიც დაარსების დღიდან ღიაა არასტანდარტული და ექპერიმენტული მუსიკალური პროექტებისთვის.


THOMAS HESSLER: გერმანელი DJ და პროდიუსერი. პირველი EP-ი Lost, 2011 წელს გამოუშვა, ხოლო 2014-ში, მისმა დებიუტმა ლეიბლზე IMF , რელიზით Perception EP , დიდი წარმატება მოუტანა ტექნო სცენაზე. აღსაიშნავია მისი ტრეკი The Escaper IMF-ის კომპილაციიდან , რომელსაც Resident Advisor-მა “ფსიქოდელიურად ეპიკური” უწოდა. დეტროიტის და ბერლინის ჟღერადობების გავლენა Hessler-ის მძიმე, ენერგიულ, ატმოსფერულ ტექნოსთან უფრო მეტ ექსპერიმემტალურ განვითარებას იძენს.


NDRX: დიჯეი, პროექტის Stare At Dj ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. ამის გარდა, DJ-ინგის საფუძვლებს ასწავლის. Ambient, Experimental, Electro, Drum N Bass, Techno – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.
განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნის მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.


RYAN ELLIOTT: დეტროიტელი DJ და პროდიუსერი Ryan Elliott-ის შემოქმედება ყველაზე მეტად მის მშობლიურ ქალაქს და ბერლინს უკავშირდება. ის Ostgut Ton-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია.
კარიერის ადრეულ ეტაპზე დეტროიტში მოღვაწეობდა, 2009 წელს კი ბერლინში გადავიდა, რომ მაქსიმალურად მოეხდინა ფოკუსირება დიჯეინგზე და საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე.
მისი სადებიუტო, ორ ტრეკიანი EP-ი: Rocksteady 2011 წელს, Ostgut Ton-ზე გამოიცა, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: Spectral Sound, Bass Culture Records, Restoration Records.
Elliott-ის სეტები ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია თავისი ბასზე ორიენტირებული საუნდით, მძიმე ტექნოს ჰაუსთან სინთეზით და სელექციით, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.


HVL: კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats.2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდაLinear Movement-ზე. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 NDRX
03:00 - 04:00 TOBIAS. LIVE
04:00 - END THOMAS HESSLER
HOROOM
00:00 - 03:00 HVL
03:00 - END RYAN ELLIOTT