Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 18.11.16

BASSIANI: I HATE MODELS | NDRX


I HATE MODELS: 90′ წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკის და EBM-ის გავლენით შეიქმნილი სოლო პროექტი, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი, ბნელი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. 2016 წელს, IHM-ის სამი ჩანაწერი გამოიცა: სადებიუტო – THE LOST TAPES (ARIES), WAREHOUSE MEMORIES (ARTS) და 500 LESBIANS IN IRAK.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან

 


Promo Links

Please Login to buy tickets