Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 18.12.15

BASSIANI: ■IORI ■HVL


IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90′-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და ბერლინის სცენებზე. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზის გარდა, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომი NEXUS და 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: Semantica, Prologue, Field Records, Phonica და The Gods Planet. Iori Asano-ს შემოქმედებაზე დიდი გავლენა ისეთმა მუსიკოსება მოახდინეს, როგორებიც არიან: Manuel Göttsching, Moritz Von Oswald, Basic Channel და Depeche Mode.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 HVL
03:00 - END IORI