Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 20.01.17

BASSIANI / HOROOM:  JOEL MULL | ZITTO | KVANCHI | ZURKIN |


JOEL MULL: პროდიუსერი და DJ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. მას ADAM BEYER-თან, JESPER DAHLBACK-თან და CARI LEKEBUSCH-თან ერთად შვედური ტექნოს პიონერად მოიხსენიებენ.მუსიკალური კარიერა 90’ წლების დასაწყისში დაიწყო, 1998 წელს კი ლეიბლი INSIDE RECORDS დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი IMAGINATION გამოვიდა. აღსანიშნავია ასევე მისი ბოლო, რიგით მესამე ალბომი SENSORY რომელიც 2011 წელს ADAM BEYER-ის ლეიბლზე TRUESOUL გამოვიდა. JOELL MULL-ი ADAM BEYER-თან ერთად წარმატებული პროექტის SAFETY SESSION ნაწილიცაა. ასევე აქვს კოლაბორაციები SEAN PALM- თან და DUSTIN ZAHN-თან. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: COCOON, DRUMCODE, TRUESOUL და AUDIOMATIQUE. JOELL MULL-ის სეტები ხასიათდება დინამიური ატმოსფერული ჟღერდობით.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI Records მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


ZURKIN: ქართველი DJ, ვინილების მაღაზიისა და ლეიბლის VODKAST RECORDS ერთ-ერთი დამაარსებელი.


 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 ZITTO
03:00 - END JOEL MULL
HOROOM
23:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END ZURKIN