BASSIANI: 21.04.17

BASSIANI / HOROOM: KARENN LIVE | KANCHELI | ZESKNEL LIVE | NDRX | OLIN | HVL | KVANCHI


KARENN: ორი ინგლისელი პროდიუსერის – BLAWAN-ის (JAMIE ROBERTS) და PARIAH-ს (ARTHUR CAYZER) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ტექნო პროექტი, რომელიც განსაკუთრებული ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. ლეგენდარული R&S RECORDS-ის ორი წარმომადგენელის კოლაბორაცია 2011 წლიდან იწყება რის შემდეგაც მათი ჩანაწერები და რემიქსები გამოიცემა ლეიბლებზე: WORKS THE LONG NIGHTS, BLEEP, TOKEN, DELSIN, DOMINO. KARENN-ის უნიკალური ტექნო ჟღერადობა უკომპრომისო და ბრუტალურია, მათი დრამ-მანქანებით და სინთეზატორებით შესრულებული ლაივების მთავარ მამოძრავებელს კი იმპროვიზაცია წარმოადგენს.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება.


ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს ZESKNEL-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად – RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.


OLIN: იგივე JASON GARDEN, ამერიკელი DJ და პროდიუსერი, ჩიკაგოს ცნობილი კლუბის SMARTBAR რეზიდენტი და ლეიბლის BOUNDARY MONUMENT დამაარსებელი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე: ARGOT, DISCOVERY, GOD PARTICLE, NIGHT OWL DINER, DETOUR. აღსანიშნავია არტისტის თანამშრომლობა GIEGLING-თან, რომელზეც 1016 წელს მან წარმატებული FROM ISELAND EP გამოსცა, რელიზის რემიქსებზე კი HUERCO S.-მ იმუშავა. OLIN-ს სეტები ყოველთვის განსხვავებული ჟანრების სინთეზით გამოირჩევა.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI RECORDS მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.



Promo Links

BASSIANI
00:00 - 02:30 NDRX
02:30 - 05:00 KARENN LIVE
05:00 - 06:00 ZESKNEL LIVE
06:00 - END KANCHELI
HOROOM
00:00 - 03:00 KVANCHI
03:00 - END OLIN