Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 21.07.17

BASSIANI / HOROOM: BEN KLOCK | STEVE RACHMAD | CADENCY | HVL
Photon არის ფართების სერია, რომლის ფუძემდებელი გერმანელი პროდუსერი და DJ – Ben Klock გახლავთ. 21 ივლისს კლუბში BASSIANI Photon-ის რიგით მეორე ღამე გაიმართება და მასში ლეგენდარულ არტისტთან, Steve Rachmad-თან ერთად თავად Ben Klock-იც მიიღებს მონაწილეობას. პროექტი კონკრეტული სივრცის კონცეპტუალურ ცვლილებას ითვალისწინებს და მისი კონცეფცია ხმის, განათებისა და არქიტექტურის სინთეზია. 21 ივლისს კლუბში მოსულ სტუმრებს მოდიფიცირებული განათების სისტემა დახვდებათ.
BEN KLOCK: გერმანელი DJ და პროდიუსერი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე შესულია როგორც ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მის კარიერაში აღმავლობის ეტაპი 2005 წლიდან იწება, როდესაც ის Berghain-ის გახსნის პარალელურად, ამ კლუბის რეზიდენტი ხდება, ამან მომავალში Berghain-ის უნიკალური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.


Ben Klock-ს ეკუთვნის ცნობილი ლეიბლი Klockworks, რომელზეც მასთან ერთად ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: Dvs1, Sterac, Etapp kyle, Heiko Laux და ა.შ, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული რელიზები Ostgut Ton-ს ეკუთვნის, 2009 წელს ამ ლეიბლზე გამოვიდა Ben Klock-ის სადებიუტო ალბომი: One, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ავტორს და რომელიც გამორჩეულია ცივი, დაბ-ტექნო და მელანქოლიური ჟღერადობით. Ben Klock-ის ჩანაწერები და რემიქსები სხვადასხვადროს გამოიცემოდა ასევე ლეიბლებზე: Bpitch Control, Stroboscopic Artefacts, Sandwell district, Token და ა.შ.
Ben Klock-ის ტექნო სეტები, რომელიც BASSIANI-ს მსმენელისთვის უკვე ნაცნობია, მძიმე, ინტენსიური და ღრმა საუნდით ხასიათდება.


Steve Rachmad: პროდიუსერი და DJ, ამსტერდამის საკლუბო სცენის პიონერი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. პირველი წარმატება Sterac-ის ფსევდონიმის ქვეშ გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა Secret Life Of Machines (1995) მოუტანა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მის რემიქსებზე Ricardo Villalobos, Joris Voorn და Marc Romboy-ს უმუშავიათ. Sterac არტისტის მრავალი პროექტიდან ყველაზე გამორჩეულია და ტექნოს უფრო მეტად ბნელ, მძიმე და ღრმა მხარეს წარმოაჩენს. Rachmad-ის სეტები ტექნო და ჰაუს ჟღერადობის საუკეთესო სინთეზია რომელიც დისკოს, დაბის და კლასიკური ელექტროს ელემენტებით არის ინსპირირებული. მისი ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: Get Physical Recordings, Rejected , Clockworks, Delsin, mote Evolver, Tresor, 100% Pure და ა.შ


Cadency: იგივე Héctor Oaks, ბერლინში დაფუძნებული მადრიდელი DJ და პროდიუსერი. მადრიდული კლუბის Stardust-ის რეზიდენტი. 2016 წელს Hector-მა საკუთარი ლეიბლი Oaks დააარსა რომლის პირველი რელიზიც თვითონ ეკუთვნის. Oaks-ის ტრეკები კლასიკური ჩიკაგოს და დეტროიტის, თანამედროვე ტექნოს საუნდთან სინთეზს წარმოადგენს და ღრმა, ძლიერი და ემოციური ჟღერადობით გამოირჩევა, ისევე როგორც მისი სეტები რომლებსაც საინტერესო სელექცია და ტექნიკური შესრულება ახასიათებს. Cadency-ის სახელის ქვეშ ჰაუსს ჟღერადობის მუსიკას გამოსცემს და HERRENSAUNA-ს, ბერლინში დაფუძნებული ფართების სერიის რეზიდენტია.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 04:00 STEVE RACHMAD
04:00 - END BEN KLOCK
HOROOM
00:00 - 04:00 HVL
04:00 - END CADENCY